"სამი ქმარი მყავდა. მიფიქრია, აღარ გავაკეთებ ასე, ეს არ არის სიკეთის მომტანი-მეთქი, ქალებს ისიც ხომ ხშირად გვითქვამს, არავის უნდა გადაჰყვეო..." - ნანა ლორთქიფანიძის ინტერვიუ - Marao

"სამი ქმარი მყავდა. მიფიქრია, აღარ გავაკეთებ ასე, ეს არ არის სიკეთის მომტანი-მეთქი, ქალებს ისიც ხომ ხშირად გვითქვამს, არავის უნდა გადაჰყვეო..." - ნანა ლორთქიფანიძის ინტერვიუ

2026-01-27 16:58:30+04:00

რამდენად იღბლიანი ადამიანია ნანა ლორთქიფანიძე, რაში უშლის ხელს მას შრომისმოყვარეობა და რაში უჭირს საკუთარი ბუნების წინააღმდეგ წასვლა, ამას მისგან გავიგებთ.

ნანა ლორთქიფანიძის ინტერვიუ

– რამდენად ყურადღებიანი და მზრუნველი ხართ საკუთარი ვიზუალის მიმართ?

– წინასწარ მრცხვენია ჩემი პასუხის, რადგან ამაზე საერთოდ არ ვზრუნავ. ქალები ათასნაირ პროცედურებზე დადიან, უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ არაფერს ვიყენებ. ეს ძალიან ცუდია. ამით არ ვამაყობ. დამეტყო კიდეც, რომ ამ მხრივ, არაფერს ვაკეთებ. იმას არ ვამბობ, რომ საკუთარ თავს საერთოდ არ ვუთმობ დროს, მაგრამ დღეს ათასნაირი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ 20 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდე და მე არცერთს არ ვიყენებ. სხვათა შორის, დედაც ასე იყო. არასდროს უვლია კოსმეტოლოგებთან რაღაც პროცედურებზე. ძალიან ცუდია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა.

  • "ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი მეუღლე... ჩვენ ერთად ვმსჯელობთ, ვფიქრობთ" - კობა შემოქმედელი-ჭეფხოძისა და ლელუკა თელიას ბედნიერი ოჯახი

nana

საჭიროა, განსაკუთრებით კი ჩვენს პროფესიაში. ბოლო წლები, რაც ტელეწამყვანის ამპლუა შევითავსე, აუცილებელიცაა, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება, შიშიც მაქვს, რომ რამე გავიკეთო და ძალიან შევიცვალო. სარკეში რომ ჩავიხედო და სხვანაირი თავი აღმოვაჩინო, მგონია, რომ ვერ შევეგუები. მოდი სიმართლეც ვთქვათ, თუ რამეს იკეთებ, აუცილებლად ძალიან ხარისხიანად უნდა გაიკეთო, რაც არც თუ ისე ცოტა ფინანსებს საჭიროებს, რისი საშუალებაც მე არ მაქვს, ვერ მივცემ თავს ძალიან ძვირად ღირებული პროცედურების ჩატარების საშუალებას. ჩემს უკან ოჯახია, რომელსაც მე ძალიან ვჭირდები. თუმცა, მარტო ამასაც ვერ დავაბრალებ. ძალიან თუ მომინდება, ჩემი თავისთვის საჭირო ფინანსებსაც გავიმეტებ, მაგრამ არ ვარ ამ თემაზე ჩაციკლული.

  • როგორ დაამარცხა სიმსივნე ლელა წურწუმიას ორმა დამ: "მამულიჩასნაირი დის ქმარი წარმოუდგენელია – ისე მეხმარება, რომ ლელამაც არ იცის"

დღეს უფრო ახალგაზრდები არიან ამაზე ორიენტირებულები. მგონი, უნდა შეეგუო, რომ ასაკი გემატება და შენ უკვე ახალი ფუნქცია და დანიშნულება გაქვს. პროფესიაშიც ისეთი როლები გექნება, რომლებიც შენს ასაკთან შესაბამისობაში მოდის. ჩემი ერთადერთი აქტიურობა ამ კუთხით, რაც მახსენდება ისაა, რომ პანდემიის დროს, როცა სახლში ვიყავით ჩაკეტილები, ჩემი შვილის ძალდატანებით, სახეზე ნიღბებს ვიკეთებდი. ახლაც ვიყიდი ხოლმე გამზადებულს და საერთოდ არ მახსენდება მათი გამოყენება.

lortkipanidze

– საკუთარ შეცდომებზე სწავლა შეგიძლიათ?

– ყველაფერს წლები და გამოცდილება სჭირდება. რაღაც ასაკამდე, სანამ გამოცდილებას დააგროვებ, შესაძლოა, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. თეორიულად ყოველთვის აღვიქვამ შეცდომას, მაგრამ ბუნება არ გიშვებს, სხვანაირად გააკეთო. მოგეხსენებათ, სამი ქმარი მყავდა. მიფიქრია, აღარ გავაკეთებ ასე, ეს არ არის სიკეთის მომტანი-მეთქი, ქალებს ისიც ხომ ხშირად გვითქვამს, არავის უნდა გადაჰყვეო, მაგრამ მერე მაინც ვერ მოვქცეულვარ სხვანაირად, ბუნებით ვარ ასეთი და იმიტომ. თეორიაში ძალიან მაგარი ვარ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ადამიანის ხასიათი, ბუნება, გენეტიკა ისეთი რამ არის, რომ ვერ გაურბიხარ და იმავე გზით მიდიხარ, ანუ, იგივე შეცდომა მოგდის.

წაიკითხეთ სრულად