მომღერალი გიორგი ლაფაჩიშვილისა და მისი რჩეულის ულამაზესი ხელის თხოვნა და ნიშნობა: ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის ამბავი - Marao

მომღერალი გიორგი ლაფაჩიშვილისა და მისი რჩეულის ულამაზესი ხელის თხოვნა და ნიშნობა: ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის ამბავი

2026-01-28 13:16:30+04:00

ყველასთვის საყვარელი მომღერალი გიორგი ლაფაჩიშვილი დაინიშნა, მისი რჩეული ინა გზირიშვილია. გიორგიმ რჩეულს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა.

„გუშინ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ემოციურად და ყველანაირი მხრივ. იყო ნიშნობა, ჩვენმა ოჯახებმაც გაიცნეს ახლოს ერთმანეთი. ლამაზი მოგონებების ფურცელზე ჩაიწერა ეს დღე. ჩემთვის ყველა მოგონება მნიშვნელოვანია, წარმოიდგინე, მსგავსი დღეები როგორი მნიშვნელობის მატარებელია.

ვაპირებთ ხელის მოწერასაც და ქორწილსაც, ეს ყველაფერი დაგეგმვის პროცესშია, ჯერ არ ვიცით, როდის გადავწყვეტთ," - თქვა გიორგიმ "ფორტუნასთან" მიცემულ ინტერვიუში.

გიორგი 2000 წლის 8 ივლისს საგარეჯოში დაიბადა. მან 7 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მუსიკალურ პროექტში; 2016 წელს, 15 წლის ასაკში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს "X ფაქტორში", სადაც პოლ მაკ-კარტნის სიმღერა "My valentine" შეასრულა დუეტში სოფო ნიჟარაძესთან ერთად. იგი პროექტის ფინალისტი გახდა.

"10 წლის წინ პროექტში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ აქტიურად დავიწყე ინტერნეტის საშუალებით ვიდეოების დადება. დიდ პრობლემაა, როცა პროექტის მერე მომღერლები ნაკლებად ჩანან. თანაც, ახლა ძალიან აქტუალურია სიმღერის ვიდეოების დადება, როდესაც მე დავიწყე, მაშინ ბევრი ადამიანი არ ათავსებდა ამგვარ ვიდეოებს. ხალხის დიდი სიყვარული დავიმსახურე, ვიდეოებს უყურებენ როგორც საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, ქართველი ემიგრანტები," - ამბობდა გიორგი.

გიორგი ლაფაჩიშვილი და ინა გზირიშვილი

"რა თქმა უნდა, არის ადამიანი ვისთვისაც განსაკუთრებულად ვმღერი პირველ რიგში, ოჯახის წევრები, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან პერიოდებში სულ ჩემთან არიან, ასევე ჩემს ცხოვრებაში არის ახალი ადამიანი, უკვე რამდენიმე თვეა. სულ მინდოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოფილიყო ადამიანი, ვისაც ჩემი სიმღერით მეტ სიყვარულს დავანახვებდი. ძალიან კარგი ადამიანია და დიდ მოტივაციას მაძლევს. მისი სახელია ინა…

\

ყოველთვის მეგონა, რომ პირისპირ ვნახავდი იმ ადამიანს, რომელიც შემიყვარდებოდა და ჩემი ცხოვრების მეგზური გახდებოდა, მაგრამ ასე მოხდა. მე და ინამ ერთმანეთი სოციალური ქსელით გავიცანით. სხვათა შორის, „ტიკ-ტოკზე“ მე დავამატე და მერე „ინსტაგრამზე“ დავამატე, ჩვენ შორის გაება მიწერ-მოწერა… ისეთი ურთიერთგაგება და სიყვარული გვაქვს ერთმანეთის მიმართ, როგორსაც ყოველდღიურობაში იშვიათად ვერ შეხვდებით. შენი ხასიათი და ფიქრები უსიტყვოდ რომ ესმის, ასეთი ადამიანია.

ინას ძალიან უყვარს ყვავილები. მომავალშიც სულ ვაპირებ, მას სიურპრიზები გავუკეთო, რადგან როცა ადამიანი გიყვარს, მთელი შენი ცხოვრება მისთვის არის მიძღვნილი და ფიქრობ, როგორ გააბედნიერო… სხვა ადამიანის გაბედნიერებაზე რომ ზრუნავ, ეს არის სიყვარული, სადღაც წავიკითხე და ვეთანხმები… რადგან ეს ასეა, მართლა დიდი სიყვარულის მანიშნებელია" - ამბობდა გიორგი "ფორტუნასთან" ინტერვიუში.