ბედნიერი ოჯახი და პატარა თემო: დათო ხუჯაძისა და თაკო თუხაშვილის ოჯახური კადრები - Marao

ბედნიერი ოჯახი და პატარა თემო: დათო ხუჯაძისა და თაკო თუხაშვილის ოჯახური კადრები

2026-01-28 14:26:57+04:00

ცოტა ხნის წინ დათო ხუჯაძე და თაკო თუხაშვილი მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც თემო დაარქვეს. 

თაკომ სოციალურ ქსელში პატარას ფოტოები გაავრცელა და გულშემატკივრების მხრიდანაც უამრავი მოწონება დაიმსახურა.

დათო ხუჯაძე  

დათო ხუჯაძე 1975 წელს თბილისში დაიბადა, მუსიკალური კარიერა კი ბავშვობიდან დაიწყო. სტუდენტობისას შექმნა ჯგუფი "ფლეში", მოგვიანებით კი ჯგუფის "სახე" წევრი გახდა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. 2000-იანი წლების დასაწყისში მან სოლო-კარიერა დაიწყო. მისი სიმღერის "მახინჯი ვარ“ კლიპი 2005 წლის საუკეთესო ვიდეორგოლად დაასახელეს. მომდევნო წლებში კი მან კარიერა რუსეთში გააგრძელა. 

დათო ხუჯაძის ოჯახი 

დათო ხუჯაძე პირველად ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი საერთო შვილი მელანო შეეძინათ, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა. მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა. დათოს და ეკას ერთი ქალიშვილი, ილა შეეძინათ. 

"გარდა იმისა, რომ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მეორე შვილის დაბადებამ ახალი აზრი მისცა ჩემს ცხოვრებას. საერთოდ, ვთვლი, რომ რაც უფრო მეტი შვილი გეყოლება, მით უკეთესია. მეც არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას. ბავშვების მაღაზიას გულგრილად ვერ ჩავუვლი. აუცილებლად შევალ და რამეს მაინც ვუყიდი. თუ საზღვარგარეთ ვარ, უფრო გამძაფრებული ინტერესი მაქვს საბავშვო მაღაზიების მიმართ. მიყვარს, როდესაც ჩემი გოგონასთვის ლამაზ კაბებს ვყიდულობ" - აღნიშნავდა დათო ხუჯაძე.

დათოსა და ეკას ქორწინება მალე დასრულდა. მომღერალმა კი მესამედ თაკო თუხაშვილზე იქორწინა. 

თაკოს და დათოს სიყვარულის ისტორია კი გაცილებით ადრე დაიწყო, დაახლოებით, რვა წლის წინ; მანამ, სანამ მომღერალი მეორედ იქორწინებდა. წყვილს დღეს ერთი საერთო შვილი ჰყავს.  

"დაიბადა თემური ხუჯაძე - სამგზის მამიდა ვარ უკვე", - წერდა სოციალურ ქსელში თეა ხუჯაძე.