თათა ვასაძის ემოციური გზავნილი გოგოებისთვის - ოჯახი, შიშები და სიყვარული - Marao

თათა ვასაძის ემოციური გზავნილი გოგოებისთვის - ოჯახი, შიშები და სიყვარული

2026-01-29 11:25:53+04:00

თათა ვასაძეს, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ბავშვობიდან სარგებლობდა პოპულარობით, მით უფრო, რომ ის მამის, ლევან ვასაძის ბრენდის სახეც იყო და სარეკლამო კამპანიებში ხშირად ჩნდებოდა. 

ახლა თათა ვასაძეს საკუთარი ოჯახი ჰყავს - მეუღლე და ერთი შვილი. ამის პარალელურად, აგრძელებს კარიერას "სუხიშვილებში" და სოციალურ ქსელში აქტიურობასაც ახერხებს. ის პერიოდულად აქვეყნებს კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან, გამომწერებს უზიარებს რჩევებსა და საკუთარ გამოცდილებას დედობის შესახებ. ამჯერად კი ოჯახის შექმნისა და ბავშვობის სახლის დატოვების სირთულეებზე საუბრობს: 

„ბათა ამჟამად საქართველოში არ არის და რამდენიმე დღით მე მშობლების სახლში ვარ. შევამჩნიე, რომ ამ სახლის ყოველი კუთხე მომენატრა და გადავწყვიტე, ეს ვიდეო გოგოებისთვის ჩამეწერა, რადგან გამახსენდა, როგორ მეშინოდა ორი წლის წინ, სანამ ოჯახს შევქმნიდი, აქაურობის დატოვების. მსგავსი შიშები ჩემს მეგობრებშიც შევამჩნიე და მივხვდი, რომ თითქმის ყველა გოგოს აქვს მსგავსი განცდა. ამიტომ გადავწყვიტე, მომეყოლა, როგორ ვგრძნობდი თავს ამ ნაბიჯის გადადგმამდე და მეთქვა, რომ საბოლოოდ არაფერია საშიში.

თავიდან ვფიქრობდი, რომ ვერასდროს შევიყვარებდი ჩემს ახალ სახლს ისე, როგორც ბავშვობის სახლს. თუმცა გათხოვების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ასე არ არის - ძალიან შემიყვარდა იქაურობა. გოგოსთვის საკუთარი ოჯახის შექმნა უდიდესი ბედნიერებაა. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვობის სახლი ჩემს გულში იმავე ადგილს აღარ იკავებს. უბრალოდ გული ძალიან ბევრ სიყვარულს იტევს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს ბედნიერება“, - ამბობს თათა ვასაძე.

vasadze

თათა ვასაძე

თათა ვასაძე, ლევან ვასაძის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა "სუხიშვილების" მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და "ტიკ-ტოკსაც" აქტიურად იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს. სწორედ ამ პლატფორმაზე აზიარებდა თათა რჩეულთან, ბათა ზედგენიძესთან ერთად გადაღებულ კადრებსაც.

ამასთან ხშირად პასუხობს გამომწერების კითხვებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. უყვარს კითხვა და მისი საყვარელი ნაწარმოებია ოთარ ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოველმან“, წიგნის საყვარელი გმირი კი "პატარა უფლისწულია". თათას პასუხებიდან გავიგეთ, რომ სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, დიახ, ის არქიტექტორი მოცეკვავე იქნება, - ამბობს თათა.

თათა ვასაძისა მისი რჩეულის, და ბათა ზედგინიძის ქორწილი 2024 წლის  28 ივლისს გაიმართა. ქორწილის ულამაზესი კადრები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში. განსაკუთრებული მოწონება კი მამა-შვილის, თათა და ლევან ვასაძეების ცეკვამ დაიმსახურა. ქორწილს წინ უსწრებდა ულამაზესი ხელის თხოვნა და წინასაქორწინო წვეულება. ცოტა ხნის წინ თათა და ბათა პირველი შვილის შვილის მშობლები გახდნენ.