როგორ გახდა თაკო გურგენიშვილი "მისის პლანეტა 2025" - მოტივაცია 40+ ქალებს და სამი შვილის დედის ამბავი - Marao

როგორ გახდა თაკო გურგენიშვილი "მისის პლანეტა 2025" - მოტივაცია 40+ ქალებს და სამი შვილის დედის ამბავი

2026-01-29 16:12:41+04:00

თაკო გურგენიშვილი სამი შვილის დედაა, მას და მის მეუღლეს, რომა სარიას ორი ტყუპი და ერთი ვაჟი ჰყავთ. თაკო გურგენიშვილი ამბობს, რომ ტყუპების აღზრდაში მას და მის მეუღლეს მშობლები ეხმარებოდნენ, თუმცა ეს პერიოდი მაინც რთული იყო. ძმები, სანდრო და გიორგი ახლა უკვე ზრდასრულები არიან, სწავლობენ მუშაობენ და დედა-შვილები ხშირად და-ძმაც კი ჰგონიათ. 

  • "ბევრს მოვწონვარ, ბევრსაც - არა, მაგრამ მე არავისზე ვნაწყენდები" - რას წერს მოდელი, რომელმაც საქართველო Miss Grand International-ზე წარადგინა

tako_gurgenishvili

წარმატებული პირადი ცხოვრების პარალელურად, თაკო გურგენიშვილმა სამოდელო კარიერაც წარმატებით წარმართა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროფესიით პატარა ასაკში არ დაინტერესებულა, გახდა მოტივაცია 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის: 

თაკო გურგენიშვილი

"ჩემი სამოდელო კარიერა ერთი წლის წინ დაიწყო, რამდენიმე სერიოზული შეთავაზება მქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და „კატრინის“ სამოდელო სააგენტოში შევდგი ფეხი. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენთვის ყველასთვის საყვარელმა მომღერლებს, თამუნა ამონაშვილსა და მარკუს მეტრეველს. მარკუსი „კატრინის“ დეფილეს პედაგოგია, ყოველმხრივ მოწესრიგებული და თავისი საქმის პროფესიონალი. მან გამაცნო „კატრინის“ დამფუძნებელი და საერთაშორისო ჟიურის წევრი, ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი. ეკა ჩვენთვის მეორე „დედაა“, მას ლომის წილი მიუძღვის ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

tako_gurgenishvili

  • ნადინ აიუბის იდუმალი საქმე და კანადური ფესვები - „მის პალესტინა“ მსოფლიო სილამაზის კონკურსზე

რაც შეეხება „მისის პლანეტა 2025“-ში მონაწილეობას, არც მიფიქრია, სანამ ქალბატონმა ეკამ არ შემომთავაზა. გადაწყვეტილება ოჯახისგან მხარდაჭერის შემდეგ მივიღე. ანტალიაში ჩატარდა კონკურსი. ჩემს ბედნიერებას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როდესაც შენს ქვეყანას და სახელს აცხადებენ და ხდები ამ საპასუხისმგებლო ტიტულის, მისის პლანეტა 2026-ის მფლობელი…"