2025 წლის დასაწყისში, როდესაც გამოცდილმა სამშენებლო გუნდმა დეველოპერული მიმართულებით ახალი ბრენდის შექმნა გადაწყვიტა, პროცესში სტრატეგიულ პარტნიორად უძრავი ქონების სააგენტო - GREA ჩაერთო. თანამშრომლობა იმ ეტაპზე დაიწყო, როცა ლისის პროექტი ჯერ კიდევ დაპროექტების ფაზაში იყო. GREA-ს წინაშე კონკრეტული ამოცანა იდგა: პროდუქტის დეტალიზაცია, ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბება და გაყიდვების სრული ციკლის მართვა.
„დღევანდელი კონკურენციის პირობებში გადამწყვეტია შენი უნიკალური ნიშისა და სტილის პოვნა, რადგან დღეს ადამიანები აღარ ყიდულობენ მხოლოდ კვადრატულ მეტრებს, ისინი ყიდულობენ იმ ემოციას, რომელსაც მათში კონკრეტული ბრენდი აღძრავს’’, - ამბობს ნინო აბსანძე, საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი, რომელიც დეტალურად განმარტავს, თუ როგორ მუშაობს მათი ბიზნესმოდელი პრაქტიკაში და რა როლს ასრულებს პროფესიონალური მენეჯმენტი ახალი ბრენდის წარმატებაში.

- ნინო, საინტერესოა უშუალოდ პროცესის დეტალები: რა ტიპის სამუშაოები გასწია GREA-ს გუნდმა იმისთვის, რომ „ქრონომეტრის’’ ხედვა ბაზრისთვის კონკურენტუნარიან და მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტად ჩამოყალიბებულიყო?
-ჩვენ სტრატეგია ორ ძირითად მიმართულებაზე დავაფუძნეთ. პირველი ამოცანა პროდუქტის სიღრმისეული დეტალიზაცია იყო - ფაქტობრივად მომხმარებლის თვალით დავინახეთ თითოეული კვადრატული მეტრი და განვსაზღვრეთ, რა იქნებოდა მათთვის პრიორიტეტული როგორც ფიზიკურ (გეგმარება, მასალები, ფუნქციური სივრცეები), ისე სერვისულ ჭრილში.
მეორე მხრივ, ჩვენი ფოკუსი ბრენდის ვიზუალური იდენტობისა და მძლავრი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაზე იყო მიმართული. ზოგადად, ჩვენი მიზანია, თითოეული პროექტის უპირატესობა მომხმარებლამდე ზუსტად და ადეკვატურად მივიდეს. ამ პროცესის ეფექტურობას კი მართვის მოქნილი მოდელი განაპირობებს: ჩვენ ვადგენთ დეტალურ, ერთწლიან სამოქმედო გეგმასა და ბიუჯეტს, რომლის მუდმივ მონიტორინგსაც ვაწარმოებთ და ამასთან ერთად, ბაზრის დინამიკის შესაბამისად, გეგმის კორექტირებაზეც ვზრუნავთ.
- როდესაც პროფესიონალ მშენებლებთან ერთად დაპროექტების ფაზაშივე ერთვებით, რა ხდება თქვენი საერთო ხედვის ამოსავალი წერტილი?
- ეს არის სინერგია, სადაც თითოეული მხარე თავის კომპეტენციას ავლენს. სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია „ქრონომეტრის’’ მთავარი ღირებულება - მულტიფუნქციურობა, რომელიც მობინადრეს დროს უზოგავს. ეს გამოიხატა ყველაფერში: 12-მეტრიან ატრიუმში, მწვანე ფასადებსა და შენობაში ინტეგრირებულ სრულ ინფრასტრუქტურაში. ჩვენი საერთო მიზანი იყო, რომ საწყისი ხედვა რეალურ, მაღალტექნოლოგიურ და კომფორტულ ყოველდღიურობად გვექცია.
- რას ეფუძნება სახელწოდება „ქრონომეტრი’’ (Chronometri) და რა მთავარი გზავნილი ჩადეთ ამ ბრენდის მიღმა?
-სტრატეგია დაეფუძნა გლობალურ იდეას, შევქმნათ მულტიფუნქციური პროექტები, სადაც ადამიანები ცხოვრების ტემპს ფეხს მარტივად აუწყობენ. სწორედ ამიტომ შეირჩა სახელწოდება „ქრონომეტრი’’. ჩვენთვის დრო ყველაზე ღირებული რესურსია, ამიტომ სივრცის მრავალფუნქციურობისა და ნავიგაციის სიმარტივის შედეგად, დრო აქ მობინადრის ხელშია. შესაბამისად, დროის თემატიკა ჩვენი მთავარი საკომუნიკაციო ხაზია, რაც მომხმარებელს პრაქტიკულად უხსნის, რა ღირებულება აქვს „ქრონომეტრში’’ ცხოვრებას ყოველდღიური თვალსაზრისით.
- როგორ გარდაისახა ეს ფილოსოფია პროექტის ვიზუალურ ენასა და ესთეტიკაში? რა მახასიათებლებზე გააკეთეთ აქცენტი ბრენდის იდენტობის შექმნისას?
- ჩვენი ვიზუალური ესთეტიკა ოთხ ძირითად პრინციპზე დგას, რაც, ვფიქრობ, „ქრონომეტრს’’ ბაზარზე მკაფიოდ გამოარჩევს. პირველ რიგში, ეს არის მინიმალიზმი - სისუფთავე, მკაფიო სტრუქტურა და წესრიგი, სადაც შინაარსი ყოველთვის მთავარია. ამავდროულად, ბრენდი არის დინამიკური, რადგან ის საქმიანი ადამიანების ცხოვრების რიტმს ასახავს. ჩვენ ვერიდებით ხელოვნურობას და აქცენტს ბუნებრივ გარემოზე ვაკეთებთ.
ამას ემატება პრემიალურობა, რაც არა პომპეზურობაში, არამედ ხარისხში, ბალანსსა და ელეგანტურ დეტალებში გამოიხატება. ჩვენი სტილი დახვეწილობისა და სოლიდურობის ნაზავია, რომელიც ერთდროულად სადა, მაგრამ შინაარსიანია. საბოლოო ჯამში, „ქრონომეტრის’’ ვიზუალური მხარე ზუსტად იმას ამბობს, რასაც მისი სახელი - ეს არის სიზუსტეზე და ხარისხზე ორიენტირებული პროექტი.
- როდესაც ხარისხზე და სიზუსტეზე ვსაუბრობთ, საინტერესოა, როგორია დღეს თბილისში ბიზნესკლასის სეგმენტის მომხმარებლის მოლოდინები და როგორ პასუხობს მათ „ქრონომეტრი’’?
-დღეს მომხმარებელი ბევრად უფრო ინფორმირებული და დეტალებზე ორიენტირებულია. მათთვის გადამწყვეტია არა მხოლოდ ის, თუ სად იცხოვრებენ, არამედ ისიც, თუ როგორ მოემსახურებიან მათ. სწორედ ამიტომ, „ქრონომეტრში’’ აქცენტი „All in one’’ კონცეფციაზე გავაკეთეთ, სადაც ყველა სერვისი, აუზიდან და სპადან დაწყებული, საოფისე სივრცეებით დასრულებული, შენობიდან გაუსვლელად არის ხელმისაწვდომი.
ამას ემატება ლოკაციის უნიკალურობა: ლისის ტბა, საუცხოო ხედები, ეკოლოგია და სკოლებთან სიახლოვე. ჩვენი დაკვირვებით, დღეს მშენებარე ბინები ლისზე განსაკუთრებით მოთხოვნადია, თუმცა კლიენტი ეძებს არა უბრალოდ ბინას, არამედ სრულყოფილ ინფრასტრუქტურას, რომელიც მას ყოველდღიურობას გაუმარტივებს და დროს დაუზოგავს.
- ხშირად, ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ იწყება. როგორ აპირებთ იმ გარემოსა და სტანდარტის შენარჩუნებას, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული?
-ეს სწორედ ის საკითხია, რომლის შესახებაც ფიქრი მშენებლობის დაწყებისთანავე დავიწყეთ. ჩვენი მიზანია, „ქრონომეტრი’’ ჩაბარების შემდეგაც ზუსტად ისეთივე გამართული იყოს, როგორც ნახაზებზეა. სწორედ ამიტომ, პროექტის მართვაზე პასუხისმგებლობას კომპანია „ბენე’’ იღებს.
მათი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, მობინადრეებს სრულყოფილი სერვისი შენობის ექსპლუატაციაში შესვლის დღიდანვე დავახვედროთ: დაცვა, დასუფთავება, კონსიერჟი თუ ტექნიკური მომსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მობინადრეს ჰქონდეს გარანტია, რომ მისი საცხოვრებელი გარემო წლების შემდეგაც ისეთივე იქნება, როგორიც პირველ დღეს იყო. ეს პირდაპირ აისახება პროექტის საინვესტიციო ღირებულებაზეც.
-საინვესტიციო ჭრილში თუ შევხედავთ, როგორია ამ ეტაპზე დაინტერესება ბაზრის მხრიდან და რა ტიპის მყიდველს იზიდავს „ქრონომეტრის’’ კონცეფცია?
-დაინტერესება საკმაოდ მაღალია. პირველ ეტაპზე მყიდველების ძირითადი ნაწილი სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც ამ ლოკაციის უპირატესობები კარგად ესმის და ვინც აფასებს იმ დროს, რომელსაც შენობის შიდა ინფრასტრუქტურა დაუზოგავს.
ამ ეტაპისთვის გაყიდვების დინამიკა მოლოდინს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ „ქრონომეტრი’’ საინტერესოა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ, რადგან პროექტის მართვის მოდელი და ლოკაცია მაღალ საიჯარო პოტენციალს და კაპიტალის ზრდას განაპირობებს. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ეს ტემპი და მომხმარებელს მუდმივად ვაჩვენოთ ის პროგრესი, რაც მშენებლობისა და ბრენდის განვითარების პარალელურად ხდება.
- გაყიდვების ასეთი დინამიკა და მაღალი ინტერესი, ბუნებრივია, დიდ მოლოდინებს აჩენს. რამდენად დიდია პასუხისმგებლობა, როდესაც სააგენტო ასეთი მასშტაბური პროექტის წარმატებაზე იღებს ვალდებულებას?
- ცხადია, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. როგორც დეველოპერი გვანდობს საკუთარ რეპუტაციას, ისე ჩვენც ვანდობთ მას ჩვენს სახელს, ვინაიდან კლიენტებს დანაპირების შესრულებას სწორედ ჩვენ ვპირდებით. GREA-ს სახელს ბევრი საინტერესო პროექტი უკავშირდება და სანამ რამდენიმეწლიან თანამშრომლობას გადავწყვეტთ, ზუსტად ისე დეტალურად ვსწავლობთ დეველოპერს, როგორც ამას ფინანსური ინსტიტუტები აკეთებენ დაფინანსების გაცემამდე.
- ასეთი მაღალი პასუხისმგებლობა და დეველოპერთან მჭიდრო პარტნიორობა მუშაობის სპეციფიკურ ფორმატსაც ქმნის. შეჯამების სახით, „ქრონომეტრის’’ მაგალითზე რომ ვთქვათ, რა უპირატესობას აძლევს პროექტს სააგენტოს ასეთი სიღრმისეული ჩართულობა ადრეულ ეტაპზე?
- GREA-სთვის თითოეული პროექტი ინდივიდუალურია, თუმცა „ქრონომეტრი’’ ნამდვილად არის იმის მაგალითი, თუ რა შედეგი მოაქვს პროფესიონალების ერთობლივ მუშაობას საწყისი ეტაპიდან. ჩვენი პრაქტიკა აჩვენებს, რომ დეველოპმენტის მომავალი სწორედ ასეთ სიღრმისეულ პარტნიორობაშია, სადაც ყოველი დეტალი, დაპროექტებიდან სერვისების მენეჯმენტამდე, წინასწარ არის გათვლილი.
ჩვენი მიზანია, „ქრონომეტრის’’ სახით დავამკვიდროთ ხარისხის ეტალონი, რომელიც კიდევ უფრო მაღალ თამასას დააწესებს ბაზარზე. GREA კი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ორიენტირებული იქნება მობინადრისთვის ღირებული, ფუნქციური გარემოს შექმნაზე.
ნინო აბსანძე დარწმუნებულია, რომ 2 წლის შემდეგ, ,,ქრონომეტრი’’ ლისზე თბილისის უძრავი ქონების რუკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წერტილი იქნება და რომ ის, რასაც გუნდი დღეს საზოგადოებას ჰპირდება, რეალურ და ხელშესახებ სახეს მიიღებს.
პროექტი თავისი არქიტექტურითა და მწვანე ფასადით უკვე ქმნის განსაკუთრებულ ინტრიგას, თუმცა მთავარი მიზანი გაცოცხლებული რენდერების ნახვაა. ხშირად შენობები ნახაზებზე ბევრად უფრო მომხიბვლელია, ვიდრე რეალობაში, თუმცა GREA-ს დამფუძნებელს სჯერა, რომ „ქრონომეტრის’’ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იქნება - შენობა თავისი ხარისხითა და ესთეტიკით მოლოდინს გადააჭარბებს და თითოეული დეტალი თავადვე დაადასტურებს იმ სტანდარტს, რომელზეც ამ ინტერვიუში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ.
R