„ტაატის“ რუბრიკაში მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი ერთმანეთს კითხვებს უსვამენ.
მარიამი: რა იყო შენი პირველი შთაბეჭდილება ჩემზე და შეიცვალა თუ არა ის წლებთან ერთად?
ვახო: პირველი შეფასება იყო თვალები, რომლებიც დღემდე არ მავიწყდება. პრიალა თვალები…
ვახო: შანსი რომ გქონდეს, ერთი მომენტი ამოიღო ჩვენი თანაცხოვრებიდან და დააფიქსირო, რომელი იქნებოდა ეს მომენტი?
მარიამი: ყველა იფიქრებს ალბათ, რომ ეს ჩემი შვილების დაბადებაა. იმ მნიშვნელოვან წამებს დავიმახსოვრებდი, რომლებიც არავის ახსოვს – დაბადება და გარდაცვალება.
მარიამი: ჩემი პირველი როლი, რომელიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შენთვის…
ვახო: „ჩიკაგოში“, მიუზიკლში შენი პირველი ნაბიჯები. ღელავდი, მაგრამ მე ვცდილობდი დამებალანსებინა.
ვახო: გაიხსენე ჩვენი პირველი პაემანი…
მარიამი: მახსოვს ის მომენტი, როდესაც კიბეზე ამოდიოდი, კარი ვერ იპოვე და გარეთ გამოვედი, რომ მენახე. დაბნეულობისგან მოგესალმე, მაგრამ არ გადაგკოცნე. შემდეგ, როცა მეგობრების წრე შეიკრა, შენ გააკეთე კერძები, რითაც არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩემი სამეგობრო მონუსხე.
მარიამი: ერთი რამ, რაც აქამდე არ გითქვამს, მაგრამ სულ გინდოდა გეთქვა.
ვახო: მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაში მოევლინე…

მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი
მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
დღეს გიორგი მახარაძეს საკუთარი ოჯახი აქვს - მარიამ ნადირაძესთან მეორე ქორწინებაში მას მეორე ქალიშვილი, ნიკა შეეძინა. მარიამ როინიშვილი მეორედ არ დაქორწინებულა, თუმცა ის მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ... მარიამს და ვახოს ერთი საერთო შვილი, კირა ჰყავთ, რომელსაც წყვილი ერთად ზრდის