„იმაზე მეტის გახდა, ვიდრე წარმოგიდგენიათ“ - ვინ არის ნანიკო ხაზარაძის დედა და რა ვიდეოს აქვეყნებს ტელეწამყვანი - Marao

„იმაზე მეტის გახდა, ვიდრე წარმოგიდგენიათ“ - ვინ არის ნანიკო ხაზარაძის დედა და რა ვიდეოს აქვეყნებს ტელეწამყვანი

2026-01-30 13:32:22+04:00

"ეს დედაჩემია, გუშინ დაბადების დღე ჰქონდა და იმაზე მეტის გახდა, ვიდრე წარმოგიდგენიათ და გამოიყურება" -ამბობს ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე და დედასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. 

ნანიკო ხაზარაძის დედა ჟეკო ჭავჭანიძეა. ის ცნობილ შვილთან ერთად პოპულარულ გადაცემებსა და შოუებში არაერთხელ ყოფილა:

"ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა და გამომდის. მიყვარს მთა, ვგიჟდები. სრიალის დროს ვგრძნობ ბედნიერებას. შემიძლია და ვსრიალებ, არ ვგრძნობ არც წლებს. ვიცი და ცუდია, მაგრამ რაც არის ეგ არის, რაც შემიძლია იმას ვაკეთებ.  მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც ვარჯიშობს, თავს უვლის, სალონში დადის. აბსოლუტურად შორს ვარ მანდედან“, - ამბობდა ჟეკო ჭავჭანიძე, რომელიც 78 წლისაა. 

KHAZARADZE

ნანიკო ხაზარაძე

ნანიკო ხაზარაძე ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. 2007-2008 წლებში მიჰყავდა გადაცემა „ნანიკოს შოუ“. გადაღებულია 5 ფილმში. 

ნანიკო ხაზარაძე პირველად ლევან ნუცუბიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ლილუ ნუცუბიძე შეეძინა, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა.

განქორწინების შემდეგ ნანიკო პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო.

ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე.

მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.