"6-წლიანი ურთიერთობის დასრულება მომიწია, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, სინამდვილეში ყველაფერი იწყებოდა" - მარიამ შარმანაშვილის გულწრფელი ინტერვიუ - Marao

"6-წლიანი ურთიერთობის დასრულება მომიწია, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, სინამდვილეში ყველაფერი იწყებოდა" - მარიამ შარმანაშვილის გულწრფელი ინტერვიუ

2026-01-30 16:45:19+04:00

– ზოგადად, ბოლო წლები თქვენს ცხოვრებაში წარმოუდგენელი ცვლილებების ეტაპია. როგორ შეიცვალა ყველაფერი 2018 წლის შემდეგ?

– უფრო ზუსტად, 2019 წლიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი. 6-წლიანი ურთიერთობის დასრულება მომიწია, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, სინამდვილეში ყველაფერი იწყებოდა. მას შემდეგ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა: სევდა სიხარულმა ჩაანაცვლა, მარტოობა – დიდმა სიყვარულმა, ხოლო უიმედობა – უსაზღვრო შესაძლებლობებმა.

– როგორ იქცა გამოუვალი მდგომარეობა დაუჯერებელ ზღაპრად?

– რწმენითა და შრომით. არასდროს შემიწყვეტია ოცნება და დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოიდარებდა. მთავარია, ამ დროს არ გაბოროტდე და გჯეროდეს, რომ იმსახურებ ბედნიერებას. როცა საკუთარ თავს პოულობ და იყვარებ, სამყაროც საპასუხო სიყვარულს გიბრუნებს. ჩემი ზღაპარი მაშინ დაიწყო, როცა გადავწყვიტე, რომ ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, მიუხედავად გარემოებებისა.

– ხშირად ცალ-ცალკე გიწევთ ცხოვრება. ეს რთულია, თუ უფრო საინტერესოს ხდის ურთიერთობას?

– ვერ ვიტყვი, რომ ცალ-ცალკე გვიწევს ცხოვრება, რადგან ძალიან ხშირად ვახერხებთ ერთად ყოფნას, მაგრამ როდესაც განცალკევება გვიწევს, ეს მანძილი ურთიერთობას კიდევ უფრო ამძაფრებს და რომანტიკულს ხდის. შესაბამისად, თითოეული შეხვედრა კიდევ უფრო დიდი სიხარულის მიზეზია ხოლმე.

ცხოვრების საინტერესო მომენტების შესახებ მარიამ შარმანაშვილი ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა. 

MARIAM_SHARMANASHVILI

მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი 

ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა. 

აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.

  • "ძალიან თბილი, ყურადღებიანი და უბრალო დედამთილია... საოცარი პიროვნებაა" - მარიამ შარმანაშვილი სოფი ლორენისა და მასთან ურთიერთობის შესახებ

„კარლოს ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთად შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა-წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა.

  • "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ არსებობდა ამ სამყაროში მასზე ლამაზი ქალი" - კარლო პონტი პირველად დედაზე, ოჯახსა და მეუღლეზე

ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა.ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს "ოსკარი" დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება“, – ამბობდა მარიამი.