მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს პასუხობს და გულწრფელად საუბრობს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.
ერთ-ერთმა გამომწერმა ნინის აკნესთან ბრძოლის გამოცდილებაზე ჰკითხა. მომღერლის თქმით, აკნე ხშირად სტრესის, ჰორმონალური დისბალანსისა და არასწორი კვების შედეგია.
"ნებისმიერი აკნე გამოწვეულია სტრესისგან, ჰორმონალური დისბალანსისგან, არასწორი კვებისგან. პირველ რიგში, ეს უნდა დაადგინოთ! მთავარი რუტინაში არის ის, რომ დილით და საღამოს კანი სრულყოფილად გაიწმინდოთ, გაისუფთაოთ და აუცილებელია გამოიყენოთ პროდუქტები, რომელიც არაკომედოგენურია".

მომღერალმა პანიკურ შეტევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მართვა.
"პანიკური შეტევა არ იკურნება. ამ ორი წლის განმავლობაში მივხვდი ამას. უნდა ისწავლოთ მართვა, მასთან ერთად ცხოვრება. მაქსიმალურად მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი, კვება, ფეხით სიარული და ვარჯიში. აუცილებელია სწორი რეჟიმი, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ პანიკურ შეტევებს" - წერს ნინი.

ერთ-ერთ პასუხში ნინიმ საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ გარემოზეც გაამახვილა ყურადღება.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. ბოროტებასა და ზიზღს მხოლოდ მაშინ აჯობებ, როდესაც მათ სიკეთით ან სიჩუმით უპასუხებ. ძალიან რთულია, მაგრამ უნდა ვისწავლოთ, რადგან ისევ მათ არ დავემსგავსოთ".

ნინიმ პირადი ცხოვრების რთულ პერიოდზეც ისაუბრა. მან გამომწერებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ რა დაბრკოლებები ახლავს თან განქორწინებას:
"მთავარი ერთი რამ არის, რასაც დაასრულებ, იქ აღარ უნდა მიბრუნდე! ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ვთვლი, რომ შედარებით ადვილად გავიარე! ძალიან რთულია, მაგრამ ყველაფერში პოზიტივი დაინახეთ, პატარა დეტალებით დაიწყეთ! გაკვეთილად მიიღეთ და ისწავლეთ, რაც მთავარია! არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს თქვენს ტანჯვას და ვინც იმსახურებს, არასოდეს მოგექცევათ ცუდად! ღმერთს ესმის ის საუბარი, რაც არ გესმით თქვენ, ამიტომ გაშორებთ ასეთ ადამიანებს! როდესაც ერთი კარი იხურება, აუცილებლად მეორე გაიღება და თან წარმოუდგენლად კარგი".

ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა.
თამაზ ჯახუტაშვილია LKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია. ის ნინიზე 8 წლით უფროსია. წყვილი ხშირად აქვეყნებდა ერთად გადაღებულ კადრებს, მაგრამ, როგორც ნინი განმარტავს, მათი ქორწინება დასრულდა.
"ქმარს გავშორდი უკვე დიდი ხანია. 5 წლის მანძილზე ვიყავი დაქორწინებული. დაშორების შემდეგ ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს. ეს გზა მარტივი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ მთავარია, მოინდომო. დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ ვისაუბრებ, რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს. მომავალში შვილის ყოლას, რა თქმა უნდა, ვგეგმავ. დედამიწაზე ქალის მოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფუნქცია, ვთვლი, რომ შვილის გაჩენაა", - წერდა სოციალურ ქსელში ნინი ქარსელაძე.