ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსია. მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვებისა და პრესტიჟული ჯილდოს პარალელურად, მან უკვე დაუკრა მსოფლიოს უდიდეს სცენებზე, ხოლო მისი კარიერული წარმატებები კვლავ გრძელდება.
ცოტა ხნის წინ ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგ მუსიკოს Gims-თან ერთად მსმენელს განსაკუთრებული რეპერტუარი შესთავაზა. Gims-ს ქართველი მსმენელი უკვე კარგად იცნობს - სწორედ მას ეკუთვნის ფარული კომპოზიცია, რომელიც ქართული განდაგანას მოტივებზეა შექმნილი.
ხატიამ Gims-თან ერთად Pieces Jaunes-ის ფარგლებში სწორედ ეს მუსიკა შეასრულა, საკუთარი ემოციები კი სოციალურ ქსელშიც გააზიარა:
"ქართული ხალხური მუსიკა ყოველთვის იყო შთაგონების წყარო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მადლობა Gims-ს ქართული მუსიკის, აჭარული სულისკვეთების აღნიშვნისთვის და, რა თქმა უნდა, მადლობა თქვენი უზარმაზარი ნიჭისთვის. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ამ პერფორმანსის ნაწილი აღმოვჩნდი Pieces Jaunes-ში, სადაც ახალგაზრდები ჩემი სამშობლოს რიტმებზე ააცეკვეთ", - წერს ხატია ბუნიათიშვილი.
Pieces Jaunes არის ფრანგული სოლიდარობის კამპანია, რომელსაც, 1989 წლიდან, ყოველწლიურად საავადმყოფოების ფონდი ატარებს ბავშვებისა და მოზარდების საავადმყოფოების პირობების გასაუმჯობესებლად თანხების შესაგროვებლად.
ხატია ბუნიათიშვილის ცხოვრება და კარიერა
ხატია ბუნიათიშვილი სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში". იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიატი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.
"იშვიათად მინახავს მოცეკვავე პიანისტი" - რა ვიდეოს აქვეყნებს ხატია ბუნიათიშვილი "საუკეთესო დედა" - ხატია ბუნიათიშვილი პატარა შარლოტასთან ერთად პარიზში.
2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამჟამად კი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია.

1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა და სხვა.
გასული წლის 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან ქალიშვილის, შარლოტას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. "ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - დაწერა ხატიამ. "შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით" - თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.