მაქსიმ გალკინის ფოტოები სოციალურ ქსელს იპყრობს: ალა პუგაჩოვას 49 წლის ქმარი ახალი იმიჯით გამოჩნდა - Marao

მაქსიმ გალკინის ფოტოები სოციალურ ქსელს იპყრობს: ალა პუგაჩოვას 49 წლის ქმარი ახალი იმიჯით გამოჩნდა

2026-02-02 12:43:35+04:00

მაქსიმ გალკინის ბოლო დროს გამოქვეყნებული ფოტოები სოციალურ ქსელს იპყრობს - 76 წლის ალას 49 წლის მეუღლე შეცვლილი იმიჯით გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე. ის ახლა ზამთრის სეზონს ოჯახთან ერთად თოვლიან კურორტზე ატარებს - გამომწერებს საკუთარი სათხილამურო ნიჭიც გაუზიარა და ახალი ფოტოებით უამრავი ადამიანის აღფრთოვანება დაიმსახურა. 

galkini

galkini

galkini

galkini

galkini

ალა პუგაჩვა და მაქსიმ გალკინი

ალა პუგაჩოვა საბჭოთა და რუსული ესტრადის პრიმადონად ითვლება, რომლის კარიერა 1960-იანი წლიდან იწყება. იგი ცნობილია მრავალი ჰიტით და დღემდე სარგებლობს პოპულარობითა და სიყვარულით. 

  • ალა პუგაჩოვას ახალ ფოტოებზე ვეღარ ცნობენ: 76 წლის მომღერლის იშვიათი გამოჩენა და ოპერაციები, რომელიც მან სახეზე ჩაატარა

მაქსიმ გალკინი  კომიკოსი, ტელეწამყვანი და იმპრესიონისტია, რომელმაც პოპულარობა 2000-იან წლებში მოიპოვა. იგი ცნობილია თავისი იუმორისტული ნომრებითა და სატელევიზიო შოუებით.

მათი ურთიერთობა 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2011 წელს დაქორწინდნენ. 2013 წელს სუროგაციის გზით შეეძინათ ტყუპები - ლიზა და ჰარი.

2022 წელს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ოჯახი რუსეთიდან ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. გალკინმა ისრაელში საკონცერტო ტურნე გამართა, ხოლო მათი შვილები სწავლას ადგილობრივ სკოლაში აგრძელებდნენ.

  • ალა პუგაჩოვას აღიარება — სიყვარულის პრიმადონა: 5 ქორწინება, სკანდალები და ოჯახური დრამები 

მიუხედავად იმისა, რომ მედიაში მათი დაშორების შესახებ ჭორები ვრცელდებოდა, ამის ოფიციალური დასტური არ არსებობს. ოჯახი მანამდე აგრძელებდა ისრაელში ცხოვრებას, სანამ იქ სამხედრო მოქმედებები დაიწყებოდა. მას შემდეგ ალა და გალკინი შვილებთან ერთად კვიპროსზე, ლიმასოლში გადავიდნენ, სადაც სახლი პანდემიის დაწყებამდე შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ყველა წევრმა ევროპული პასპორტი მიიღო, მშობლებმა ბავშვებისთვის შესაფერისი სკოლა კვიპროსზე ვერ იპოვეს და სასწავლელად ლონდონში გაუშვეს. 

იმის გამო, რომ გალკინი ხშირად მოგზაურობს და აწყობს კონცერტებს სხვადასხვა ქვეყანაში, ალას ლიმასოლში თითქმის მარტო უწევს ცხოვრება. მისთვის ეს კლიმატი შესაფერისი არ არის და, როგორც მედია წერს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს...