"ჩემი ცხოვრების ორი მთავარი კითხვა - ისევ გახდი? და რატომ წამოხვედი ტელევიზიიდან? " - გვანცა დარასელიას გულწრფელი პასუხი გამომწერებს - Marao

"ჩემი ცხოვრების ორი მთავარი კითხვა - ისევ გახდი? და რატომ წამოხვედი ტელევიზიიდან? " - გვანცა დარასელიას გულწრფელი პასუხი გამომწერებს

2026-02-02 12:25:21+04:00

გვანცა დარასელია ტელევიზიიდან წასვლისა და ახალი ეტაპის შესახებ გულწრფელად საუბრობს. კითხვებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად უსვამენ, სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს: 

"ჩემი ცხოვრების ორი მთავარი კითხვა:

  1. ისევ გახდი? 
  2. რატომ წამოხვედი ტელევიზიიდან? 

სიმართლე ის არის, რომ არსადაც არ დავკარგულვარ. მთელმა ჩემმა რესურსმა, ყველაფერმა, რაც ჩემში მოგწონდათ ტელევიზიიდან, ახლა გადმოინაცვლა Youtube- ზე და შეგიძლიათ იგივე ინტერესით გადმოინაცვლოთ ჩვენს არხზე.  

  • „საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ იქნება, ახალი სიყვარული..." - ნინო ქაჯაიას ერთი შვილი, სიყვარულის ამბავი და დიდი პოპულარობა

Youtube-ი ძალიან რთულია, რადგან ტელევიზია არის უფრო მასობრივი საშუალება, რომელშიც თავი დავიმკვიდრე 15 წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ Youtube-ზე ჩემი არმიაც გამომყვა, რომელიც მყავს ჩემი მაყურებლების, ჩემი გამომწერების სახით, ამ პლატფორმას ჰყავს თავისი სპეციფიკური მაყურებელი, რომელმაც უნდა მოგისმინოს, შეგაფასოს, შეგიყვაროს და, ამასთან, ეს გამოწერით უნდა გამოხატოს. იმითაც განსხვავდება, რომ შესაძლოა ბევრი შანსი არ მოგცეს, რადგან ძალიან ხარისხიან კონტენტს ელოდება. ისინი ხარისხს არიან მიჩვეული. საცობში რომ დგახარ, შეგიძლია უსმინო ძალიან ხარისხიან მუსიკას ან პოდკასტს" - ამბობს გვანცა დარასელია.

გვანცა დარასელიას ოჯახი და კარიერა 

გვანცა დარასელია ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანია. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყარო“-ზე. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურ ჟურნალისტურ კარიერაზე უარი თქვა და მიმართულება შეიცვალა. 

"ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა. 

  • "ყოფილა შემთხვევები, როცა შემოთავაზებაზე ოჯახის გამო მითქვამს უარი.... არ ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერის გამო ჩემს ოჯახს რამე მოვაკელი" - გვანცა დარასელიას, როგორც წარმატებული ქალის ოჯახი და კარიერა

ახლა გვანცას საკუთარი რადიო "ქალების რადიო" აქვს და, ამის პარალელურად, ჩართულია საოჯახო ბიზნესში მეუღლესთან ერთად. 

  • 2018 წელი თუ 2026 წელი? თიკა ფაცაციას ტრანსფორმაცია და კადრები წარსულიდან 

"ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამბობდა გვანცა დარასელია. 

გვანცა დარასელიას მეუღლე ბიზნესმენი ვახო მჭედლიძეა. წყვილს ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავს.