„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება სრულდება“ - თიკა ჯამბურიას სიურპრიზი შვილს - Marao

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება სრულდება“ - თიკა ჯამბურიას სიურპრიზი შვილს

2026-02-02 14:27:19+04:00

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ შვილს, ნინას სიურპრიზი მოუწყო - საყვარელი არტისტის, The Weeknd-ის კონცერტის ბილეთები უყიდა. კონცერტი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართება.

ნიცაში დაგეგმილი კონცერტი მსოფლიო ვარსკვლავის, The Weeknd-ის ევროპული ტურნეს ფარგლებში იმართება და მუსიკის მოყვარულებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენად ითვლება. არტისტი ცნობილია გრანდიოზული შოუებით, ვიზუალური ეფექტებითა და ჰიტებით, რომლებიც მილიონობით მსმენელს აერთიანებს.

თიკა ჯამბურია  

მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც. 

თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".  

  • "ვიღაცისთვის შეიძლება საღლიცინო და სასაცილო ვიდეო ჩემთვის გახდა ჯოჯოხეთური დღეების დასაწყისი" - თიკა ჯამბურია 2025 წელს აჯამებს 

2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.