ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ცოტა ხნის წინ მესამედ გახდა ბებია. მის ერთადერთ ქალიშვილს, მსახიობ ქეთი წიქვაძეს ვაჟი შეეძინა. ქეთის მეუღლე ასევე ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი - ფეხბურთელ რეზი არველაძისა და დიზაინერ თეონა თავართქილაძის ვაჟი, ნიკა არველაძეა.
ქეთისა და ნიკას ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის, თუმცა ამის შესახებ წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ გაამხილა. მათ ურთიერთობისა და ოჯახის შესახებ არაერთ ინტერვიუშიც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ნაცნობობა დიდი ხნის მანძილზე აკავშირებდათ. ახლა ნიკა და ქეთი პატარა რეზის ერთად ზრდიან. როგორია მათი ოჯახი, ამის შესახებ ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა:
- ქეთი როგორი დედაა?
- ქეთი ყოველთვის აქტიური დედაა. ძიძა ყოველთვის გვერდით გვყავდა და გვყავს, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, დედები ძიძას რომ გადაულოცავენ ბავშვს და შვილებს მხოლოდ მძინარე მდგომარეობაში ხედავენ. ქეთი ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს თავისი შვილებისთვის, მხოლოდ საჭმელს არ ამზადებს. ჩემმა ქალიშვილმა 46 წლის ასაკში გამხადა ბებია, რისთვისაც მადლობელი ვარ. ჩემი დანაშაულია, ერთ შვილზე მეტი რომ არ გავაჩინე და ჩემი ეს დანაშაული ქეთიმ გამოასწორა. მან მაქსიმუმი გააკეთა და სამი შვილიშვილი მაჩუქა. სამივე ძალიან კარგები, თბილები და საყვარლები არიან. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი – 14-ის, რეზი კი ჯერ პატარაა.
- თქვენს სიძეზე, ნიკა არველაძეზე რას გვეტყვით, რამდენად არის ჩართული შვილის მოვლაში?
- ნიკა ძალიან კარგი მამაა, მზრუნველი და ყურადღებიანი.

ნანა ლორთქიფანიძე ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობია, რომელიც მაყურებლისთვის კარგად ნაცნობია როგორც თავისი არტისტული მონაცემებით, ისე საინტერესო გენეალოგიით.
ნანა ლორთქიფანიძე დაიბადა 1960 წლის 11 მაისს. მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. მისი კარიერის უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან, სადაც მან არაერთი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა. ფართო საზოგადოებამ იგი განსაკუთრებით შეიყვარა პოპულარული ქართული სერიალიდან იდეალური დედა“.

ნანა ლორთქიფანიძე ქართული კულტურული ელიტის წარმომადგენელია. მისი ოჯახური ხე შთამბეჭდავია - მამა - გიგა ლორთქიფანიძე - ლეგენდარული ქართველი რეჟისორი, სახალხო არტისტი. დედა - ქეთევან კიკნაძე - ცნობილი მსახიობი.
ნანა გამოირჩევა თავშეკავებული, არისტოკრატული თამაშის სტილით და დახვეწილი იუმორით. გარდა სამსახიობო საქმიანობისა, ის აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე სხვადასხვა პროექტში, მათ შორის როგორც თანაწამყვანი და სტუმარი.
ნანა ხშირად აღნიშნავს ინტერვიუებში, რომ მიუხედავად ცნობილი მშობლებისა, მან საკუთარი გზა დამოუკიდებლად, დიდი შრომის ფასად გაიკვალა.