ეკა ხოფერიამ საკუთარ იუთუბ გადაცემაში ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. ტელეწამყვანმა გაიხსენა პერიოდი, როცა მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, რამაც მავნე ჩვევაზე უარის თქმისკენ უბიძგა:
„53 წლის ასაკში თავი დავანებე სიგარეტის მოწევას. როგორ დავანებე თავი?
წავედი სკრინინგ ცენტრში მორიგი გასინჯვისთვის. ძუძუს სკრინიგისას, ექოსკოპიის პროცედურა, რომელიც მანამდე 20 წუთს გრძელდებოდა, ამჯერად არ დამთავრდა. მეუბნებიან, იქიდან შევამოწმოთ, აქედან შევამოწმოთ… გადის საათი. ამ დროს არც თავს ვაძლევ რაიმე პირობას, არც - ღმერთს. ველოდები რით დასრულდება, არადა, ვხედავ, რომ ყველა პირობაა იმისა, რომ თქვან, რაღაც პატარა პრობლემა გაქვსო. მითხრეს, თუ პატარა პრობლემაა, არაფერია, დავთესავთ და გავიგებთო. რომ დაასრულა ექოსკოპია ექიმმა და თქვა, არაფერი არ არის და ერთ წელიწადში მოდიო, ვუთხარი, მე კი ამასობაში სიგარეტს თავი დავანებე-მეთქი.
ყველას მოგიწოდებთ, რაც უფრო მალე დაანებებთ სიგარეტს თავს, მით უკეთესი. არც წონაში მომიმატებია. შემიძლია აბსოლუტური დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ტვინიდან მოდის. არც მოიმატებთ, არც არაფერი დაგემართებათ და ამაზე კარგს თქვენს თავს ვერც ვერაფერს გაუკეთებთ. ეს რჩევა მიიღეთ ჩემგან – ეკა ხოფერიასგან. ერთბაშად ყველამ დაანებეთ სიგარეტს თავი“, – ამბობს ეკა ხოფერია მონოლოგში.

ეკა ხოფერია, დაიბადა 1972 წლის 9 ივლისს, თბილისში - გამორჩეული ქართველი ჟურნალისტი და ტელეწამყვანია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ მედიასა და პოლიტიკაში, კერძოდ, 2020 წლის 29 დეკემბრიდან 2023 წლის 31 ივლისამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ხოფერია ჩართული იყო სხვადასხვა მედიაპროექტში, მათ შორის ტელეწამყვანის და ჟურნალისტის როლში. იგი ასევე ასოცირდება City Magazine-თან, გამოცემასთან, რომელიც ფოკუსირებულია ურბანულ კულტურასა და ცხოვრების წესზე.
მან განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა.
იგი მუშაობდა ქართულ საინფორმაციო გამოცემა Metronome.Ge-ში. 2006 წელს ხოფერია ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა პირდაპირ ეთერში გადადგა ტელეწამყვანის თანამდებობიდან. ეს გაბედული ნაბიჯი იყო პასუხი ხელისუფლების მცდელობებზე, ცენზურა დაეწესებინათ მის გადაცემაზე. მანამდე ეკა ხოფერიას საავტორო თოქ-შოუს უამრავი გულშემატკივარი და არაერთი ცნობილი სტუმარი ჰყავდა. ახალი მუსიკალური ნომრებით, საინტერესო ისტორიებითა და ცხოვრების გამოცდილებით, ეკა წლების მანძილზე მაყურებლის საყვარელი ტელეწამყვანი იყო.
ეკა ხოფერია ორჯერ დაქორწინდა. პირველ მეუღლესთან, გიორგი ლევიძესთან, მას ერთი შვილი, ანანო ლევიძე ჰყავს, ხოლო მიხეილ ხუჯაძესთან ქორწინებაში ეკა ხოფერიას ორი ვაჟი შეეძინა.
"ნინო შუბლაძის ("რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე) ქორწილში ეკა საცეკვაოდ გავიწვიე და ჩემზე უფიქრია, ვინ იყო ეს მოცეკვავე და მომღერალი თავხედი ბიჭიო. მოკლედ, ჩემზე საშინელი წარმოდგენა შეექმნა. ზრდილობიანი კაცი ვარ, ვიფიქრე, შეიძლება ზედმეტი მომივიდა-მეთქი, ეს-ემ-ესი გავუგზავნე და ბოდიში მოვუხადე. ეს იყო და ეს. შეხვედრა შევთავაზე და შევხვდით", - იხსენებდა მიხეილ ხუჯაძე ეკასთან პირველ შეხვედრას.
"ყოველთვის მოწიწებით ვუყურებდი ექიმებს და რაც მიშკასთან ვარ, ეს გრძნობა გაათმაგებული მაქვს. არასდროს ვლაპარაკობ მის პროფესიაზე. მისი საქმე იმდენად რთულია, რომ მირჩევნია, მსუბუქ თემებზე ვესაუბრო. სანამ ოჯახს შევქმნიდით, ვერ ვხვდებოდი მისი პროფესიის სირთულეს. ახლა უკვე ვიცი, რომ დილის 7 საათზე უნდა ადგეს, რადგან 8-ზე ოპერაცია აქვს და დღის განმავლობაში შეიძლება 10 ოპერაცია გააკეთოს. ჩემს პროფესიას მიშას საქმიანობას ვერ შეადარებ, თუმცა სამუშაო საათები რომ მთავრდება, მიშა თავის ემოციებს სამსახურში ტოვებს, ჟურნალისტები კი ფიქრით 24 საათი სულ ჩვენს პროფესიაში ვართ" - ამბობდა ეკა ხოფერია.
დღეს ეკა მეუღლესა და ვაჟებთან, ნიკოლოზსა და ირაკლისთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. ეკა შვილების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და მათ განათლებას დიდ როლს ანიჭებს. "ჩვენი ნიკოლკას და ქართველი მოსწავლეების წარმატება გაეროს საერთაშორისო ფორუმზე~ - საქართველოდან წარმოდგენილი სკოლებიდან 6 გამარჯვებულს შორის ჩვენი ნიკოლა ხუჯაძეცაა", - წერდა ის ცოტა ხნის წინ.
ეკას უფროსი ქალიშვილი კი საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს. ანანო ხშირად სტუმრობს საქართველოს და ოჯახთან ერთადაც დიდ დროს ატარებს.