"ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, როდესაც ოჯახი დამნეგრა" - თაკო აბაშიძე ოჯახის, ყოფილი მეუღლისა და განვლილი გზის შესახებ - Marao

"ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, როდესაც ოჯახი დამნეგრა" - თაკო აბაშიძე ოჯახის, ყოფილი მეუღლისა და განვლილი გზის შესახებ

2026-02-02 16:23:12+04:00

მსახიობ თაკო აბაშიძეს ქართველი საზოგადოება წლებია კარგად იცნობს. ცოტა ხნის წინ თაკომ "პრაიმტაიმთან" მისი ცხოვრების ყველაზე რთულ პეროდზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ყველაზე მძიმე ეტაპი ოჯახის დანგრევას უკავშირდება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ამ დროს მისი ქალიშვილი ძალიან პატარა იყო:

"ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, როდესაც ოჯახი დამნეგრა. ამ დროს ბარბარე იყო სამი წლის და ეს იყო ყველაზე დიდი სირთულე. მეუღლესთან გაშორებული ვარ, თუმცა კარგი ურთიერთობა გვაქვს, ის მის შვილს აქცევს ყურადღებას. გოგოების ოჯახი ვართ და არც ვაპირებ, რომ დავოჯახდე. 

ძალიან მეზარება გათხოვება, რეალისტი ვარ და მყარად ვდგავარ მიწაზე. ორჯერ განათხოვარი, მსახიობი თაკო აბაშიძე, რომ არ მოიყვანონ ცოლად ანგელოზივით გოგოები დადიან. ოჯახის დანგრევის მიზეზზე არასდროს მისაუბრია და არც არასდროს ვისაუბრებ, თუმცა მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და ამ გადასახედიდანაც ვფიქრობ, რომ სწორე გადაწყვეტილება იყო. ლაშა ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ და იმედია მალე დაოჯახდება და ერთ და ან ძმას გვაჩუქებს," - ამბობს თაკო აბაშიძე.

პირადი ცხოვრება 

პირად ცხოვრებაში თაკო აბაშიძეს არაერთი გამოწვევა ჰქონია. 15 წლის ასაკიდან ის ხუთჯერ მოიტაცეს ქორწინების მიზნით, რაც იმ დროისთვის გარკვეულწილად გავრცელებული პრაქტიკა იყო. თაკო ამ მოვლენებს ახლა ღიმილით იხსენებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთი გამოცდილება სერიოზული განსაცდელი იყო.

თაკოს მეუღლე ლაშა როსტომაშვილი იყო, რომელსაც 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა. წყვილს ერთი შვილი, ბარბარე ჰყავს. თაკო ადრე იმასაც აღნიშნავდა, რომ მასთან ოჯახის შექმნის სურვილი ბევრს ჰქონია:

  • ცხოვრებისეული გამოცდები, წარუმატებელი ქორწინება და ხალხის დიდი სიყვარული: თაკო აბაშიძის პორტრეტი 

"მოდაში რომ იყო მოტაცებები, ხუთჯერ მომიტაცეს. მაშინ ამხელა არ ვიყავი, ადვილად დასაძრავი ვიყავი (იცინის). მოკლედ, ჩემი მოტაცებების სერია 15 წლიდან დაიწყო. სოფელში ვისვენებდი, სოფლის კლუბში ვიყავი, კინოში და კიბეზე რომ ჩამოვდიოდი, მანქანა დამხვდა. ჩამსვეს მანქანაში, დატრიალდა მანქანა და სანამ ტრასაზე გავიდოდით, გარკვეული გზა იყო გასავლელი. მანამდე ჩემს ძმას უთხრა ვიღაცამ: შენს დას იტაცებენო და მანქანით წინ გადაგვეღობა. გადმოხტა ჩემი ძმა და რომ გაიღო მანქანის კარი, ვინ საით გარბოდა, ვერ მივხვდი, მარტო დავრჩი მანქანაში (იცინის). ახლა მეცინება, თორემ რომ გავიაზრებ, შეიძლება ვინმემ იმავე ასაკში ჩემი შვილი მომტაცოს, ზუსტად ვიცი, აპოკალიფსი დაიწყება, ყველაფერს ვიკადრებ. მაშინ კი ადამიანის მოტაცება და ეს მარაზმი, რაღაცნაირად მოდური იყო. ერთი სიტყვით, ეს ნახევრად მოტაცება იყო, მთლად ვერ მომიტაცეს. მაშინ 15 წლის ვიყავი და ის ცოტა დიდი იყო ჩემზე. ამის გამო მთელი ამბები და საქმის გარჩევები იყო და იმ ბიჭებს შეეშინდათ. თქვეს: არა, რა გატაცება, უბრალოდ, გასეირნება გვინდოდაო (იცინის). სხვათა შორის, დედაჩემს, მამაჩემს ან ჩემს ძმას დავყავდი ყველგან, მაგრამ მაინც მიტაცებდნენ, ხან მოტყუებით, ხან დაბადების დღიდან... ამის მერე, თეატრალური უნივერსიტეტიდან მომიტაცეს, ვითომ ჩემი კურსელის დიდი ხნის უნახავი ნათესავი იყო, ჩაჯექი მანქანაში, სახლში წაგიყვანო და... მომიტაცა. გზაში დავცხე მამალი ტირილი და გმირთა მოედანზე დაარტყეს წრე და იმ ბიჭმა თქვა: ძალიან ტირის, არ შემიძლიაო და უკან მომაბრუნეს (იცინის). ცუდიც რომ ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, ისიც სასაცილოდ ხდება და ამიტომ მეცინება ახლა. ამის მერე, ძალიან შორს წამიყვანეს, ჩამოვიდნენ მამაჩემი და ჩემი ძმა, იყო გაწევ-გამოწევები და შუშანიკივით მომაბრუნეს უკან, მართლა წამებული ვიყავი (იცინის). მეხუთედ, ჩემი პირველი ქორწინებაც მოტაცებას უკავშირდება. გიორგობას დაბადების დღეზე ვიყავი და სახლში წაყვანის სანაცვლოდ, სხვაგან წამიყვანა. კი მიყვარდა, მაგრამ ჯერ არ მინდოდა გათხოვება, ამდენი წინ და უკან სიარულით შევწუხდი და კი დავრჩი (იცინის). სხვათა შორის, ჩემი მეუღლე სანამ გახდებოდა, რეპეტიცია მქონდა, სარეჟისოროზე სწავლობდა, სადიპლომო სპექტაკლს დგამდა და მე როლზე ვყავდი დაკავებული. ჩემი თაყვანისმცემელი მოვიდა, რომელსაც მეგობრად ვთვლიდი, რეპეტიციიდან გამიყვანა – საქმე მაქვს ერთი წუთითო და მომიტაცა. თუმცა, უკან მომაცუნცულა. ასე რომ, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი ცუდად მაქვს დაცდილი, ძალადობის მსხვერპლობა აღარ მინდა და ვერიდები მაგ ტერიტორიაზე გავლას (იცინის). მოკლედ, გავთხოვდი თვალებზე დიდი, ვარდისფერი ბლანტი სათვალით, მერე შუშები გავწმინდე და ნელ-ნელა, თვალებიდანაც გამოვიხედე, შევიცვალე. ვისწავლე, უფრო მეტად თქმა სიტყვის – არა! ადრე ვერიდებოდი უარის თქმას, ვინმეს არ ვაწყენინო-მეთქი და ეს არასწორი მიდგომაა და ადამიანისთვის მავნებელი. ვისწავლე, როგორ ვმართო საკუთარი ცხოვრება. რამდენიმე თვე ვიცხოვრე პირველ ქმართან და გავშორდი. პატარები ვიყავით. მე – 18 წლის და არ ვიყავი იმ ასაკში, როცა ქალი უნდა გათხოვდეს. რაღაცებში ვერ გავუგეთ ერთმანეთს და გავშორდით. მეორედ კი, ათი წლის შემდეგ გავთხოვდი" - იხსენებდა თაკო.