„საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ იქნება, ახალი სიყვარული..." - ნინო ქაჯაიას ერთი შვილი, სიყვარულის ამბავი და დიდი პოპულარობა - Marao

„საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ იქნება, ახალი სიყვარული..." - ნინო ქაჯაიას ერთი შვილი, სიყვარულის ამბავი და დიდი პოპულარობა

2026-02-02 16:37:49+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ძველი თაობის პოპულარული ჟურნალისტი, ნინო ქაჯაია დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდა - ის ეკა ხოფერიას იუთიბ გადაცემის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა და მაყურებელს ნოსტალგიური წლებიც გაახსენა. ნინოს ინტერვიუ უამრავმა ადამიანმა გააზიარა და მის მინართ სიმპათია გამოხატა - მას აფასებენ, როგორც პროფესიონალ, გაწონასწორებულ და სასაიმოვნო სახეს ქართულ ტელესივრცეში. 

  • "ჩემი შვილი ექიმების დაუდევრობის გამო, დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა..." - ნინო ქაჯაიას დაბრუნება: ცნობილი ჟურნალისტის ოჯახი, განვლილი გზა და ცხოვრება დღეს 

ნინო ქაჯაიამ განსაკუთრებული შარმითა და პროფესიონალიზმით უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი. ნინომ დაამთავრა ჟურნალისტიკის სკოლა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1995-2005 წლებში მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში. 2006–2008 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი. იყო პირველი არხის გადაცემის „ცხოვრება მშვენიერია“ ავტორი და წამყვანი. 

nino-kajaia

ნინო ქაჯაია და ნიკა ტაბატაძე 

მაყურებელს კარგად ემახსოვრება ნინო ქაჯაიას და ნიკა ტაბატაძის ვარსკვლავური წყვილი - წლების წინ ისინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეები იყვნენ. მაშინ ნიკა ტაბატაძე ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის ჟურ­ნა­ლის­ტი იყო. 2001 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 10 პრო­ცენ­ტის მფლო­ბე­ლი გახ­და. სა­კუ­თა­რი წილი 2004 წელს დათ­მო, რო­დე­საც „რუს­თა­ვი 2”-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა. ამ პოს­ტი­დან 2006 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, შემ­დეგ კერ­ძო ბიზ­ნეს­ში წა­ვი­და. მიუხედავად დიდი პოპულარობისა, ნიკა და ნინო ერთმანეთს დაშორდნენ. მოგვიანებით ნიკამ ოჯახი კვლავ შექმნა - მისი მეუღლე მაკა ძაძამიაა. მათ ორი შვილი, გიორგი და ჯონი ჰყავთ, რომლებთან ერთადაც უკვე დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობენ. 

  • სერიალით დაწყებული პოპულარობა და ბრწყინვალე სამსახიობო კარიერა - ბაჩო ქაჯაია პირადსა და პროფესიაზე

tabatadze

ნიკა ტაბატაძესთან დაშორების შემდეგ ნინო ქაჯაია აღარ დაოქრიწნებულა, თუმცა ჰყავს ერთი ქალიშვილი, თაია ქაჯაია. 

„საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ იქნება, ახალი სიყვარული, თუ არ იქნება, არც ეგაა პრობლემა“, - თქვა ნინო ქაჯაიამ ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრობისას.