დები გუდავაძეების ახალი კადრები - რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ ანა და ნანუკა გუდავაძეები - Marao

დები გუდავაძეების ახალი კადრები - რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ ანა და ნანუკა გუდავაძეები

2026-02-03 10:52:30+04:00

ნანუკა გუდავაძე წლების მანძილზე თბილისში ერთ-ერთ პოპულარულ გოგოდ ითვლებოდა. ბერა ივანიშვილზე ქორწინების შემდეგ კი მისი ცხოვრება უფრო მეტად კარჩაკეტილი გახდა - ნანუკა უკვე ორი შვილის დედაა, იშვიათად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს და კამერების წინაც აღარ ჩნდება. 

ნანუკა გუდავაძეს ერთი და ჰყავს, ანი გუდავაძე. ცოტა ხნის წინ ნანუკამ სოციალურ ქსელში დასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. კადრებმა გამომწერების დიდი მოწონება დაიმსახურა და არაერთი დადებითი კომენტარიც მოჰყვა.

  • ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე ოჯახთან ერთად 

ანი გუდავაძე 

ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია - წყვილს ორი შვილი ჰყავს. მამამთილი კი რამდენიმე თვის წინ სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 

შენგელი ფიცხელაური მანამდე შსს-ს მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო.

ანის და ნანუკას ახალგაზრდა დედა ჰყავთ. მას ვაკეში ერთ-ერთი ძვირადღირებული სალონი აქვს, რომლის მენეჯერიც ანია. 

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე 

ბერა ივანიშვილი უკვე რამდენიმე წელია ნანუკა გუდავაძეზეა დაქორწინებული. არსებული ინფორმაციით ნანუკას მამა და ბერას მამა დიდი ხნის მეგობრები არიან, სწორედ მამების ახლობლობის წყალობით გაიცნეს მათ ერთმანეთი.

ნანუკა გუდავაძე წარსულში მოდელად მუშაობდა, შემდეგ კი მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. ნა­ნუ­კა 14 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა პო­დი­უმ­ზე, დი­ზა­ი­ნერ ბი­ჭო­ლას ჩვე­ნე­ბა­ზე. მას შემ­დეგ გო­გო­ნა მო­დის შე­სა­ხებ ბლო­გებს წერ­და და პე­რი­ო­დუ­ლად ჩვე­ნე­ბებ­ზეც გა­მო­დი­ო­და. აქ­ტი­უ­რობ­და ინ­სტაგ­რამ­ზეც.

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ბე­რას­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის, მე­რაბ შა­რი­ქა­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნა მა­ლე­ვე და­ი­ნიშ­ნა ბერა ივა­ნიშ­ვილ­ზე. თუმ­ცა, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­პი­ტან­მა თქვა, რომ ბერა არ ყო­ფი­ლა მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი. 

ახლა ძი­რი­თა­დად ტი­კტოკ­ზე ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­თა და შვი­ლების მოვ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მილიარდერმა მა­მამ­თილ­მა რამ­დე­ნი­მე ნანუკას სამ­შო­ბი­ა­როდ მინი სა­ა­ვად­მყო­ფო მო­უ­წყო. ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა რძლის მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად უცხო­ე­თის წამ­ყვა­ნი ექი­მე­ბიც კი მო­იწ­ვი­ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.

 

ბერა ივანიშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი მამა, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი, აქტიურ პოლიტიკაში მოვიდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ბერა, როგორც  მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი განსაკუთრებით პოპულარული, მისი სიმღერები კი - ცნობილი. 

მისმა პირველმა სინგლმა, Favorite Things, მსმენელებისგან მალევე დაიმსახურა მოწონება. ამის შემდეგ კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა მისი მუსიკალური ვიდეოს - „ჰიპ-ჰოპ ვალსის“ პრემიერა. ვიდეო გადაღებულია ნიუ-იორკში ფრანგი რეჟისორის, რეი ქეის მიერ.

ბერას მომდევნო სინგლმა - Don't Worry, არანაკლები პოპულარობა მოუტანა მომღერალს. აქვს ჩაწერილი ამერიკელ რეპერ Lil PLayy-სთან, სიმღერაზე Summertime.

2011 წლის შემოდგომაზე ბერამ მამამისის, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად გამოუშვა მუსიკალური ვიდეო „ქართული ოცნება“. ამით მან მამის მხარდამჭერებშიც გაიჩინა მსმენელები. ამავე წლის 11 დეკემბერს, პოლიტიკური კოალიცია - „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე შედგა მისი კიდევ ერთი ახალი მუსიკალური ვიდეოს - „გპირდების“ პრემიერა.

2013 წელს ბერას ჰქონდა რიგით მეორე ტურნე „ჩვენ ვართ საქართველო“.

2014 წელს ბერა წავიდა აშშ-ში და იქ აგრძელებს კარიერას. მას ურთიერთობა ჰქონია ისეთ მომღერლებთან, როგორებიც არიან: კრის ბრაუნი, რიანა, ჯასტინ ბიბერი, მაილა ჯეი, ბასტა რაიმზი, უაიკლეფ ჟანი და სხვები. 2014 წლის 24 ნოემბერს მან გამოუშვა ახალი ვიდეო, სახელწოდებით Calypso Love“, რომელიც მის გულშემატკივრებში პოპულარული გახდა.

2015 წლის 8 იანვარს კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართა ბერას ახალი მუსიკალური ვიდეოს, სახელწოდებით Tickets to the Movies – პრემიერა. 16 იანვარს მან გამოუშვა კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი Don't Go.

2015 წლის აგვისტოში ბერამ გამოუშვა ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე I Look Good on You. ამ ვიდეოს რეჟისორი იყო ამერიკელი ახალგაზრდა დამწყები რეჟისორი ნეშ გრიერი. ვიდეომ ერთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ოქტომბერში ბერამ გრიერი საქართველოში ჩამოიყვანა და გულშემატკივრებს შეახვედრა.