"შემრცხვა, ვინმეს ასეთ მდგომარეობაში არ ვენახე, შარვალი გავიხადე და იქაურობა მოვწმინდე" - ზალიკო ბერგერის დამოკიდებულება და განვლილი გზა - Marao

"შემრცხვა, ვინმეს ასეთ მდგომარეობაში არ ვენახე, შარვალი გავიხადე და იქაურობა მოვწმინდე" - ზალიკო ბერგერის დამოკიდებულება და განვლილი გზა

2026-02-03 12:32:06+04:00

ზალიკო ბერგერის გულწრფელმა ინტერვიუმ ცხოვრების რთული მომენტის შესახებ ბევრი ადამიანის ემპათია დაიმსახურა. მან ნოე სულაბერიძის გადაცემაში სტუმრობისას გაიხსენა მომენტი, როცა მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა: 

„ეს შემთხვევა თბილისში მომივიდა. წმინდა მატრონას ხატი მეკიდა და მას ვთხოვდი, ისე მატკინე, მთლად არ მომკლა, მაგრამ ამ რაღაცას რომ მოვეშვა-თქო. მუცელში ტკივილი ვიგრძენი. ისეთი ტკივილი იყო, ჯოჯოხეთური.

ავდექი და ვისკი დავისხი, „იაგერმაისტერი“ დავასხი ზემოდან და ეს რომ დავლიე, ტკივილისგან გული წამოვიდა. კუჭი გამისკდა. სახლში მარტო ვიყავი. ბარის კუთხეს თავი მივარტყი, აზრზე რომ მოვედი, იატაკზე ბოთლის ნამსხვრევებში ვიჯექი.

  • "ბოლო ფრაზა, რაც გაიგეთ, მინდა, მივუძღვნა ჩემს მეუღლეს, ლელას..." - გიორგი ცაგარელისა და ლელა კილაძის სიყვარულის ლამაზი ამბავი

შემრცხვა, ვინმეს ასეთ მდგომარეობაში არ ვენახე, შარვალი გავიხადე და იქაურობა მოვწმინდე, ახალი შარვალი ჩავიცვი, რომ სასწრაფოს დავხვედროდი, მაგრამ გამახსენდა რომ სასწრაფოში დარეკვა არ ვიცოდი…

საავადმყოფოში გადამიყვანეს… ამ შემთხვევის მერე მაინც გავაგრძელე მავნე ჩვევა, მაგრამ საბოლოოდ ეს სენი დავამარცხე. არაფერს მოაქვს ისეთი ბედნიერება, რასაც სიფხიზლე ჰქვია“, - ამბობს ზალიკო ბერგერი გადაცემაში.

zaliko

ზალიკო ბერგერი დამოკიდებულებაზე 

გასულ წელს „პრაიმტაიმტან“ ინტერვიუში ზალიკო პირველად ისაუბრა საჯაროდ ნარკოდამოკიდებულებასა და ცხოვრების გამოწვევებზე. მაშინ დიზაინერი ამბობდა, რომ უჭირდა, ეღიარებინა, რომ დახმარება სჭირდებოდა, რცხვენოდა დახმარების თხოვნა ყველაზე ახლობელი ადამიანებისთვისაც კი: 

„შემიძლია უკვე ვთქვა, რომ საბოლოოდ გამოვფხიზლდი, სარეაბილიტაციო ცენტრში ვიყავი ბალიზე. ახლა აღარ მრცხვენია საუბარი, რომ დამოკიდებული ვიყავი. ალკოჰოლი სულ მიყვარდა. ნარკოტიკი მეზიზღებოდა. მაგრამ რაღაც მომენტში კოკაინი გავსინჯე. ვთვლიდი, რომ კოკაინი ნარკოტიკი არაა. დეტალებში იმიტომ ვყვები, ხალხი მიხვდეს და გაიგოს რამდენად უარყოფითი ხდება პირველი გასინჯვის მერე. ხდები დამოკიდებული, გეწყება შფოთვები და ხარ ძალიან ცუდად.

პირველად თურქეთში გავსინჯე. არ მომეწონა, ამას ისევ დალევა ჯობია- მეთქი ვთქვი… სარეაბილიტაციო ცენტრში გავიგე, რომ ხალხი ბავშვობაში სინჯავს და რაღაც პერიოდის მერე ანებებს თავს და მე ძალიან სიბერეში მომივიდა დაწყება.

  • "რეალურ პრობლემებს შევეჯახე, რომლებიც არ ფილმში მინახავს, არც წამიკითხავს და არც მოუყოლიათ…“ - ანი ბებია მეუღლის, დამოკიდებულებისა და მასთან გამკლავების შესახებ

ყველაზე ახლობელი ადამიანისთვისაც მერიდებოდა მეთქვა, რომ შველა მჭირდება… ჩემი თავის მრცხვენოდა. არ უნდა შეგრცხვეს, უნდა თქვა, რომ დახმარება გჭირდება. პანდემია „დამეხმარა“ რომ დამოკიდებული გავმხდარიყავი.

zaliko

ბოლოს სულ ვლოცულობდი, აღარ მინდოდა დამოკიდებული ვყოფილიყავი, ფხიზელი ყოფნა მინდოდა.

რომ მეგონა რომ ნარკოტიკს რადგან ვყნოსავდი და არ „ვიჩხერდი“, ნარკომანი არ ვიყავი და ასე არ ყოფილა, იგივეა მოსაწევიც, ტვინს ანგრევს. მოსაწევის გადაგდება ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე რთული. გირჩევთ, არანაირი ნარკოტიკი არ გასინჯოთ არასდროს“, – ამბობდა ზალიკო ბერგერი.