მარიამ ვაშაძის ინტერვიუ: "28 წლის გავთხოვდი და 31 წლის ასაკში გავიგე, რომ დედა ვხდებოდი... დედობამდე თითქოს სხვა ცხოვრება მქონდა" - Marao

მარიამ ვაშაძის ინტერვიუ: "28 წლის გავთხოვდი და 31 წლის ასაკში გავიგე, რომ დედა ვხდებოდი... დედობამდე თითქოს სხვა ცხოვრება მქონდა"

2026-02-03 12:41:08+04:00

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე 10 იანვარს მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, ვანო ბენიძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დავითი დაარქვეს. მარიამს პირველი შვილი, ვივიენი 2022 წელს შეეძინა. ამჯერად მან ჟურნალ "თბილისელებთან" სწორედ დედობასა და ოჯახზე ისაუბრა: 

„პირველი შვილი რომ გავაჩინე, მინდოდა, მას დედმამიშვილი ჰყოლოდა და ახლა პატარა ძამიკო ჰყავს, დავითი. დიდი ძმა არა, მაგრამ ჩემს გოგონას პატარა ძმა ეყოლება. არ მიფიქრია, მრავალშვილიანი დედა ვყოფილიყავი და შვიდი ან რვა ბავშვი გამეჩინა. ჯერჯერობით ორი მყავს და ვნახოთ, რა იქნება. 28 წლის გავთხოვდი და 31 წლის ასაკში გავიგე, რომ დედა ვხდებოდი. ახლა 36 წლის ვარ. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა დედა ხდები. სხვანაირად დავიწყე ყველაფრის ყურება. დედობამდე თითქოს სხვა ცხოვრება მქონდა, ახლა კი მთლიანად შვილებით ვარ მოცული, ჩემი ცხოვრება ორად გაიყო…

ბავშვების გაზრდაში დედა და ბებია მეხმარებიან და ასევე, მეუღლეც და მისი მშობლებიც ჩართულები არიან. ვივიენს ძალიან კარგი გამზრდელი ძიძა ჰყავს…“

vashadze

მარიამ ვაშაძის ოჯახი და კარიერა

მარიამ ვაშაძის მეუღლე ვანო ბენიძეა - ვანიკო ბენიძის მამა ბიზნესმენი დავით ბენიძეა. ვანიკო საზოგადოების დიდი ინტერესის ქვეშ, მისი დის ანი ბენიძის გათხოვების შემდეგ მოექცა. მისი და, კუდ-ის მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას მეუღლეა.

წყვილი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა და ერთ საერთო შვილს ზრდის. მარიამს ოჯახურ ცხოვრებასა და დედობაზე არაერთ ინტერვიუში უსაუბრია.  მარიამსა და ვანოს ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ, თავბრუდამხვევ ფოტოებს აქვეყნებდნენ მალდივებიდან, სადაც თაფლობის თვე გაატარეს.

  • ყველაზე ლამაზი წამყვანის სტატუსი, ბედნიერი ოჯახი და ცხოვრება ეკრანს მიღმა: მარიამ ვაშაძის პორტრეტი და დედის ამპლუა

როგორც მარიამი იხსენებდა, ერთმანეთი საერთო მეგობრებმა გააცნეს. ვანო საქართველოსი არ იმყოფებოდა, უცხოეთში სწავლობდა, ამიტომ ერთმანეთს ონლაინ ეკონტაქტებოდნენ. შემდეგ, მეგობრები ზაფხულში ერთად შეიკრიბნენ, სადაც ვანოც იმყოფებოდა - სწორედ აქედან დაიწყო მათი რომანტიკული ურთიერთობა.

"გა­მი­მარ­თლა, რომ ასე­თი მე­უღ­ლე მყავს. ვა­ნი­კო მა­ნე­ბივ­რებს და ყვე­ლა­ფერ­ში მი­წყობს ხელს, არც სი­ურპრი­ზებს მაკ­ლებს. მის გვერ­დით ყო­ვე­ლი დილა ბედ­ნი­ე­რად თენ­დე­ბა. ზო­გა­დად, დღის ეთე­რებ­ზე ვარ, თუმ­ცა გვი­ა­ნო­ბამ­დე მი­წევს ხოლ­მე სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რთუ­ლია, სახ­ლში დაღ­ლი­ლი რომ მივ­დი­ვარ, მაგ­რამ ჩემი მეუღლეც და­კა­ვე­ბუ­ლია და ფაქ­ტობ­რი­ვად, ამით ვა­ბა­ლან­სებ სახ­ლში არ­ყოფ­ნას" - ამბობდა მარიამი. 

  • საიდუმლო ქორწინება, შვილი და ცხოვრება ეკრანს მიღმა: თამთა სანიკიძის პორტრეტი

ხში­რად მა­ხა­რებს სა­ჩუქ­რე­ბით, არ და­მა­ვი­წყდე­ბა ის დღე, როცა ხელი მთხო­ვა. ეს შარ­შან, 14 თე­ბერ­ვალს, სიყ­ვა­რუ­ლის დღეს მოხ­და. იცის, რომ არ მიყ­ვარს სა­ხალ­ხოდ ხე­ლის თხოვ­ნე­ბი, თუმ­ცა სხვას რომ ვუ­ყუ­რებ, მომ­წონს. მოკ­ლედ, არ ვე­ლო­დე­ბო­დი ხე­ლის თხოვ­ნას, უბ­რა­ლოდ, სა­ღა­მოს გა­მო­მი­ა­რა და ჩა­ი­ზე დამ­პა­ტი­ჟა ერთ-ერთ მშვიდ კა­ფე­ში. მო­მა­წო­და თა­ი­გუ­ლი, რო­მელ­ზეც ბა­რა­თი იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი და რომ გავ­ხსე­ნი ეწე­რა: "გა­მომ­ყვე­ბი ცო­ლად?" და ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დიც მომ­ცა. ასე რომ 14 თე­ბერ­ვა­ლი ის დღეა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, ის მხო­ლოდ ვა­ლენ­ტი­ნო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის დღე არ არის, ვა­ნი­კომ მას ჩვენ­თვის სხვა დატ­ვირ­თვა მის­ცა."