"ისევ თავიდან გავხდით შეყვარებულები, ახლებურად აძგერდა გული" - ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე თანაცხოვრებისა და 2-წლიანი პაუზის შესახებ - Marao

"ისევ თავიდან გავხდით შეყვარებულები, ახლებურად აძგერდა გული" - ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე თანაცხოვრებისა და 2-წლიანი პაუზის შესახებ

2026-02-03 16:22:28+04:00

მომღერალი წყვილის, ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის, დუეტი ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. მათი ნამღერი პირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა, შემდეგ ტელეპროექტში "მიმღერე" გამოჩნდნენ, მას შემდეგ კი მათ გარეშე ქალაქში კონცერტი იშვიათად იმართება.

  • "თავს მშვენივრად, ბედნიერად ვგრძნობ, 31 კილო დავიკელი" - ანუკი ცქვიტინიძის ახალი ცხოვრება

მოსიყვარულე წყვილის ოჯახური ცხოვრება 14 წელს ითვლის. მათ ცხოვრებაშიც იყო რთული პერიოდი, რომელიც წყვილმა გადალახა და უფრო მეტად დააფასა სიყვარული და ოჯახური იდილია. გამოცდილებას, რომელიც ერთად დააგროვეს ცხოვრებასა და სცენაზე, მკითხველებს ანუკი ცქვიტინიძე უზიარებს.

gela-donadz

- ანუკი, მას შემდეგ, რაც თქვენი ოჯახური დუეტი ასეთი პოპულარული გახდა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

- ჩვენ-ჩვენი პროფესიით, გელა იურისტობით და მე ჩემი მუსიკალური განხრით ყოველთვის დაკავებულები ვიყავით, ამჯერად კი ჩვენი სამუშაო გრაფიკი უფრო დაიტვირთა. ძალიან სასიამოვნოა ეს დაღლილობა, რადგან ხალხს მოსწონს ჩვენი სიმღერები და მათგან ბევრი ემოცია მოდის. ჩვენი ასეთი დაკავებულობის გამო ბავშვებმა დაიწყეს წუწუნი.

  • ნატა ღეჩუაშვილის ცნობილი ქალიშვილი, ორი ქორწინება და დიდი სიყვარული: „მაინც ძალიან ბედნიერი ვარ... მქონდა ორი ძალიან დიდი სიყვარული“

ყოველთვის ძალიან ჩართულები ვიყავით მათ ცხოვრებაში, ახლა კი დატვირთულები ვართ და გვეწუწუნებიან, ჩვენთვის დრო აღარ გრჩებათო. ვცდილობთ, დრო ისე გადავანაწილოთ, რომ ყველაფერი მოვასწროთ.

- რა შეგრძნებაა, როდესაც სცენაზე ქმართან ერთად მღერით?

- ეს საოცრად დიდი ბედნიერებაა. საკმარისია, სცენაზე დგომისას ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ და მაშინვე მოდის ის ენერგია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მარტივია, იმღერო იმ ადამიანთან ერთად სიყვარულზე, რომელიც გიყვარს. ამ დროს ყველა სიტყვასა და ემოციაში გულწრფელი ხარ და ამას მსმენელიც გრძნობს. სცენაზე ერთმანეთს ძალიან ვაძლიერებთ.

- როგორია თქვენი ოჯახური ცხოვრების 14 წელი, რა ეტაპები გაიარეთ?

- იყო ჩვენს ცხოვრებაშიც ცოტა რთული ეტაპები, უფრო კონკრეტულად კი, ჩვენი თანაცხოვრების შუა პერიოდში, როდესაც ცოტა გაუგებრობა გაჩნდა, რომელიც ხშირადაა ხოლმე ოჯახებში. მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება და პაუზაც კი დაგვჭირდა. სწორედ ამ პაუზის პერიოდში მივხვდით, რომ ძალიან გაგვიჭირდა უერთმანეთოდ და ერთმანეთის გარეშე ნამდვილად ნახევარ-ნახევარი დავრჩით. ისევ თავიდან გავხდით შეყვარებულები, ისევ დავიწყეთ ერთმანეთისთვის გაპრანჭვა და ახლებურად აძგერდა გული.

- რა მოგცათ ამ პაუზამ, რა გასწავლათ?

- ეს პერიოდი გელასთვის უფრო იყო გაკვეთილი. ალბათ კარგად მიხვდა, რომ შეიძლებოდა ისეთი მნიშვნელოვანი რამ დაეკარგა ცხოვრებაში, რასაც ოჯახი, შვილები, მეუღლე და საერთო საქმე ჰქვია.

ინტერვიუს სრულად ნახავთ ჟურნალ "სარკეში"