"არ უღალატია, არც არაფერი ენანება დღემდე ჩემთვის" - რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილ მეუღლეზე - Marao

"არ უღალატია, არც არაფერი ენანება დღემდე ჩემთვის" - რას ამბობს ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილ მეუღლეზე

2026-02-04 10:05:06+04:00

პოდკასტ "სარკასტიკაში" სატელეფონო ინტერვიუს დროს მოდელმა და ტელესახემ ალექსანდრა პაიჭაძემ ყოფილი მეუღლის, დავით კოდუას შესახებ ისაუბრა: 

- შენზე ვნახეთ ვიდეო, სადაც იძახი, რომ კაცი, რომელიც შენ გვერდით იქნება, ნავარჯიშები უნდა იყოს. შენი მეუღლე [დავით კოდუა] რომელ დარბაზში დადიოდა?

- ყოველ დღე დადის, უკვე წელიწად-ნახევარია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. არ ვაპირებ მასთან დაბრუნებას, თუმცა მიხარია, რომ ვარჯიშობს და კარგადაა. გავაახალგაზრდავე, რაც მე მისგან წავედი, ისე გამოიყურება. 

- მართალია, რომ დედამთილმა გამოგიშვა სახლიდან, თუ წამოხვედი?

-  ჰო, წამოვედი, ოღონდ კარგა ხანია. ჩემი ნებით წამოვედი და შეთანხმებით. ქონება დამრჩა, კი. არ გავთხოვილვარ, ისე მოვიპოვე ქონება. ლამაზი, ნაზი და ქალური ვარ.

- სტრესი ხომ არ აქვს, მაგიტომ ხომ არ დაიწყო ვარჯიში შენმა ყოფილმა ქმარმა?

- კი, სტრესი რომ აქვს, ზუსტად მაგიტომ დაიწყო. ვერ დააფასა ჩემი თავი და მაგიტომ დარჩა ასე. არ უღალატია, არც არაფერი ენანება დღემდე ჩემთვის. არ მინდოდა იმ სახლში ყოფნა. იყო პატარა კონფლიქტი მის დედასთან. არც სახლში ვბრუნდები და არც - მასთან.

  • "დათოს დედამ გამოგვყარა, თუ დაშორდი ჩემს შვილს, წადიო" - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე და რას პასუხობს მას დავთ კოდუას დედა

kodua

ალექსანდრა პაიჭაძის ოჯახი და კარიერა

34 წლის მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. ის საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობას პოპულარულ შოუებსა და პროექტებში იღებდა. ალექსანდრა არაერთი ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიის სახეც ყოფილა. მან განსაკუთრებული გარეგნობითა და თავდაჯერებულობით უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი. 

ამის პარალელურად, ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და დიდი ხნის მანძილზე აზიარებდა საკუთარ გვერდზე სამოტივაციო წერილებს, მოუწოდებდა ქალებს საკუთარი თავის მიღებისა და შეყვარებისკენ, ასევე, სხვა ქალების მხარდაჭერისა და პატივისცემისკენ. 

მოგვიანებით ალექსანდრა ერთ-ერთი გასართობი გადაცემის თანაწამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ. 

ალექსანდრა პაიჭაძე ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამო არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ის ერთხელ იყო დაქორწინებული და მისი მეუღლე ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილის ბიძაშვილი, გიორგი ხატიაშვილი იყო. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. წყვილი დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. ალექსანდრა და მისი ყოფილი მეუღლე ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას და თანაბრად არიან ჩართული შვილის აღზრდაში. 

  • "ჩემი პირველი მეუღლის დედა უკარგესი ქალი იყო... მხოლოდ მდიდარი კაცის შეყვარებულთან ვასოცირდები" - ალექსანდრა პაიჭაძე გულახდილად საუბრობს დავით კოდუასა და მის ოჯახთან ურთიერთობაზე 

ალექსანდრა აღარ დაქორწინებულა, თუმცა მისი და ბიზნესმენ დავით კოდუას ურთიერთობა განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა. მოდელი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი პარტნიორი, თუმცა აქტიურად აზიარებდა მისგან მიღებულ საჩუქრებს და ხშირად წერდა ამ ურთიერთობის დეტალებზეც. საბოლოოდ, ალექსანდრამ გაამხილა მის შესახებ და მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი საერთო შვილს ელოდებოდნენ. 

ამ ურთიერთობის პარალელურად, დავით კოდუა ოფიციალურ მეუღლეს არ დაშორებია, რაც როგორც კოდუასა და მის ოჯახს, ისე ალექსანდრასა და დავით კოდუას ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა. 

დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძეს ერთი გოგონა, ვიქტორია კოდუა ჰყავთ.