"შენ მშვენიერი ხარ, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ სხვები" - ხატა ბუნიათიშვილის შესრულება ქრისტინა აგილერასთან ერთად და წერილი სილამაზის სტანდარტების შესახებ - Marao

"შენ მშვენიერი ხარ, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ სხვები" - ხატია ბუნიათიშვილის შესრულება ქრისტინა აგილერასთან ერთად და წერილი სილამაზის სტანდარტების შესახებ

2026-02-04 10:44:24+04:00

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილმა ცოტა ხნის წინ Pièces Jaunes-ის სცენაზე სუპერვარსკვლავ ქრისტინა აგილერასთან ერთად სიმღერა Beautiful შეასრულა. როგორც აღმოჩნდა, ამ სიმღერას ქართველი პიანისტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რის შესახებაც სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა: 

სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს ურთავს, რომელშიც ქრისტინა აგილერას სიმღერის მის ცხოვრებაზე გავლენას იხსენებს.

„ალბათ 15 წლის ვიქნებოდი, როცა ეს სიმღერა პირველად მოვისმინე. ამ ძალიან ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის სიტყვებმა, მუსიკამ და იმ კადრებმა, მაშინ რომ ჩამესმოდა და მელანდებოდა, სრულიად დამთრგუნა... ოღონდ კარგი გაგებით.

«შენ მშვენიერი ხარ, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ სხვები» - ამ ფრაზამ ნამდვილად შეცვალა სილამაზის აღქმა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ მან გვასწავლა თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის ისეთად მიღება, როგორებიც ვართ და სხვისი აზრისგან გათავისუფლება. ეს ბევრს ნიშნავდა პირადად ჩემთვის და უამრავი მოზარდისთვის მთელ მსოფლიოში.

მადლობა, ქრისტინა. ჩემთვის დიდი პატივი იყო Pièces Jaunes-ის სცენაზე ამ სიმღერის ნაწილად ყოფნა. უდიდესი ბედნიერებაა, რომ ამ განსაკუთრებულ კომპოზიციაში ჩემი მოზარდობისდროინდელი ფერების შეტანა შევძელი.“

  • ქართული განდაგანა ფრანგულ სცენაზე ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით: "ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ამ პერფორმანსის ნაწილი აღმოვჩნდი"

Pieces Jaunes არის ფრანგული სოლიდარობის კამპანია, რომელსაც, 1989 წლიდან, ყოველწლიურად საავადმყოფოების ფონდი ატარებს ბავშვებისა და მოზარდების საავადმყოფოების პირობების გასაუმჯობესებლად თანხების შესაგროვებლად.

ხატია ბუნიათიშვილის ცხოვრება და კარიერა

ხატია ბუნიათიშვილი სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში". იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიატი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.

"იშვიათად მინახავს მოცეკვავე პიანისტი" - რა ვიდეოს აქვეყნებს ხატია ბუნიათიშვილი "საუკეთესო დედა" - ხატია ბუნიათიშვილი პატარა შარლოტასთან ერთად პარიზში.

2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამჟამად კი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია.

  • ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა: ქართველი ვარსკვლავის ფოტოები ემანუელ მაკრონთან ერთად 

1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა და სხვა.

გასული წლის 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან ქალიშვილის, შარლოტას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. "ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - დაწერა ხატიამ. "შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით" - თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.