"კომბოსტოს მწნილი არის "სუპერფუდი" - იმუნიტეტი იმატებს 30%-ით" - ნინა პერტენავა საკუთარი გამოცდილებისა და კობოსტოს უნიკალური თვისებების შესახებ - Marao

"კომბოსტოს მწნილი არის "სუპერფუდი" - იმუნიტეტი იმატებს 30%-ით" - ნინა პერტენავა საკუთარი გამოცდილებისა და კობოსტოს უნიკალური თვისებების შესახებ

2026-02-04 14:32:36+04:00

სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი ნინა პერტენავა სტუმრად გვანცა დარასელიას პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც კვებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, ჰორმონალურ დისბალანსს, წონის ცვლილებას, ინსულინრეზისტენტობას, ბარიატრიასა და დიაბეტს შეეხო.

ნინა პერტენავამ კომბოსტოს მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ეს საკვები "სუპერფუდად" მოიხსენია.

  • "მუშაობდა დღეში 12 საათს, კვირაში 6 დღე, ათრევდა უმძიმეს ტომრებს, ხეხავდა და წმენდდა ყოველ დღე იატაკებს, კედლებს, გაზქურებს..." - ნუცა სურგულაძის დედა, ნინა პერტენავა შვილის შესახებ

"კომბოსტოს მწნილი არის "სუპერფუდი", ანუ კომბოსტოს მწნილს თუ ყოველ დღე მივირთმევთ, იმუნიტეტი მოიმატებს, დაახლოებით,  30%-ით, უკვე ყველა კვლევა ადასტურებს ამას. მე ყოველ დღე აუცილებლად მივირთმევ კომბოსტოს მწნილს", - თქვა მან. 

ნინა პერტენავა პოპულარული შოუს, „მასტერშეფის“ მეორე სეზონის გამარჯვებული ნუცა სურგულაძის დედაა და ქალიშვილთან ერთად კულინარიულ ვიდეობსა თუ ვლოგებშიც ხშირად ჩნდება. 

pertenava

ნინა პერტენავა

ნინო პერტენავა სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტია, ფლობს ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრის და მაგისტრის, ასევე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯმეიკერის დიპლომს. ნინოს თორმეტწლიანი გამოცდილება აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში. იგი მუშაობდა აშშ ერთ-ერთ წმაყვან PR  საგენტო Jackson Spalding-ში, ატლანტაში.

  • ბარიატრიის „ცდუნება“   

„ბარიატრიის“ ცდუნება არ მქონდა თუმცა მქონდა შემოთავაზება. მაგრამ უარი ვთქვი რადგან ჩემმა ორგანიზმმა ეს კატასტროფულად განიცადა, ვინაიდან ადრე ერთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ბიორევიტალიზაცია მაქვს გაკეთებული სახეზე და ესეც ცუდად მიიღო ორგანიზმმა და ნაწიბურები დამრჩა. ასე რომ ჩემი ორგანიზმი ქირურგიული ჩარევებისთვის არ გამოდგება. აღარ მივაყენე მსგავსი ტრავმა რადგან არ ვიცი ამას ორგანიზმი როგორ მიიღებს.

მამას და დედას ორივეს კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული წყლულის გამო, გენეტიკურადაც მიდრეკილი ვარ კუჭის პრობლემებისკენ. ისედაც ძალიან პატარა კუჭი მაქვს სურათი რომ გადავიღე ასე აჩვენა. დიდ რაოდენობა საკვებს ისედაც არ ვიღებ, ასე რომ მგონია ეფექტი არ მექნებოდა. ამიტომ ჩემით ვცდილობ რამე მოვიმოქმედო. მიყვარს მიზნების მიღწევა, მშვილდოსანი ვარ და არავის არ განვიკითხავ არასდროს. რომელი გზითაც თავად ურჩევნიათ ისე უნდა გააკეთონ.

  • ძვირია თუ არა ჯანსაღი კვება? 

ვერ ვიტყვი რომ ძალიან დიდი ფუფუნება არის ჯანსაღი კვება. ის პროდუქტები რომლებიც ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაშია ძალიან ხელმისაწვდომია.

ჩამოვთვალოთ: დილას მე ვიწყებ კვერცხით. ეს არის ცილის წყარო, ვარ ენერგიულად. მიყვარს ყველა ვარიაციაში. ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მეორე ადგილზე არის ქათამი სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად.  მე ბევრი რამე არ მეჭმევა ჯერჯერობით. კვირაში ერთხელ შეიძლება ხორცი იყოს ან თევზი. ბოსტნეული, კომბოსტო და ა.შ. კომბოსტო ჩემში არანაირ პრობლემას არ იწვევს.

  • 4 მარტივი ცვლილება კვების რაციონში, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ და თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ

ლობიოს იმის გამო ვერ ვჭამ, რომ აქვს მაღალი ინსულინის ინდექსი. ნამცხვარს შევჭამ თუ ლობიოს, ერთნაირად ამდის ინსულინი. ძალიან მიყვარს მაგრამ ვერ ვჭამ. კომბოსტოს მწნილი არის საოცრება. ყოველდღე რომ მიირთვა, იმუნიტეტი იმატებს 30%-ით. ყოველდღე მივირთმევ. თითქმის არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში რასაც მივირთმევ.

კვირაში ერთხელ შესაძლოა ავოკადო ან თხილეული დავამატო. ვფიქრობ რომ სანამ სწორ კვებას დავიწყებდი კვება უფრო ძვირი მიჯდებოდა, ვიდრე ახლა. ლაქტოზა არ მეჭმევა და ვყიდულობ ულაქტოზო რძის პროდუქტებს