როუმინგიდან სამოგზაურო ინტერნეტამდე - რა გზა გაიარა როუმინგ ინტერნეტ სერვისმა საქართველოში - Marao

როუმინგიდან სამოგზაურო ინტერნეტამდე - რა გზა გაიარა როუმინგ ინტერნეტ სერვისმა საქართველოში

2026-02-05 16:59:50+04:00

დღეს საქართველოში როუმინგ ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. საზღვარგარეთ მოგზაურობის წინ ამ ლოკაციაზე მორგებულ ინტერნეტ პაკეტებს ვარჩევთ და MB-ების შესაბამის რაოდენობას ვყიდულობთ. ეს გვეხმარება, მუდმივად შევინარჩუნოთ კავშირი. 

თუ გავიხსენებთ, რამდენიმე წლის წინ „სამოგზაურო ინტერნეტის” ცნება ქართველი მომხმარებლისთვის უცხო იყო, დღეს კი ბაზარზე სულ უფრო მეტი ახალი მობილური ოპერატორი ჩნდება, რომელიც აბონენტებს როუმინგს სთავაზობს. ახალი კომპანიების გამოჩენა ზრდის კონკურენციას და შესაბამისად - ხარისხს.

მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი, როგორ დაიწყო ყველაფერი, როგორ მივედით როუმინგიდან სამოგზაურო ინტერნეტამდე, რა გზა გაიარა როუმინგ ინტერნეტ სერვისმა საქართველოში. 

როუმინგ სერვისების გამოჩენა საქართველოში

ათვლის წერტილად 2000-იანი წლების დასაწყისი შეგვიძლია ავიღოთ. ამ პერიოდში ადამიანები უკვე აქტიურად სარგებლობდნენ სატელეკომუნიკაციო სერვისებით, თუმცა ქვეყნის საზღვრებს მიღმა საერთაშორისო ზარებისა და შეტყობინებების განხორციელება ჯერ კიდევ სირთულეს წარმოადგენდა. ამ დაბრკოლების გადასალახად შეიქმნა როუმინგი. ამგვარად შესაძლებელი გახდა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დარეკვა, ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და მიღება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. საერთაშორისო ზარებზე ტარიფები წარმოუდგენლად მაღალი იყო და საფასურის გადახდა ორივე მხარეს - მათ შორის, ზარის მიმღებსაც უწევდა. ამის გამო, როგორც წესი, აბონენტები როუმინგ სერვისით ნაკლებად სარგებლობდნენ.

როუმინგ ინტერნეტი და ვირტუალური SIM ბარათები

თანდათანობით, მობილური ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად როუმინგ სერვისის ფუნქციებიც შეიცვალა. როუმინგ ინტერნეტი დღესდღეობით უფრო მასობრივად გამოიყენება, ვიდრე როუმინგი. თუ ინტერნეტთან კავშირი გაქვს, სოციალური მედიით დარეკვაც შეგიძლია, ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნასაც და ვიდეო ზარის განხორციელებაც. მთავარია, გამგზავრებამდე საკმარისი რაოდენობით MB-ები შეიძინო. 

თუ აქამდე როუმინგ ინტერნეტის გასააქტიურებლად ცალკე ფიზიკური SIM ბარათის შეძენა იყო აუცილებელი, ბოლო რამდენიმე წელია, ეს პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა და სახლიდან გაუსვლელად, ვირტუალური ბარათის მეშვეობითაც არის ხელმისაწვდომი. ელექტრონული eSIM ბარათებით ინტერნეტის გააქტიურება სწრაფად და იოლად - ონლაინ ხდება. ამისთვის ტელეფონის დაშლა, ბარათის ამოღება და ახალი SIM-ის ჩასმა აღარ გიწევს.

სამოგზაურო ინტერნეტი - mobineX-ის დამკვიდრებული ტერმინი

ქართულ სივრცეში როუმინგ ინტერნეტს დღეს უფრო ხშირად „სამოგზაურო ინტერნეტით” მოიხსენიებენ. ამ ტერმინს ხშირად ვხვდებით სოციალურ ქსელებში, მობილური ოპერატორების შეთავაზებებსა თუ სარეკლამო განცხადებებში. სინამდვილეში, ტერმინი სულ რამდენიმე წელია ქართულ სივრცეში დამკვიდრდა და მისი ისტორია ქართული მობილური ოპერატორის, mobineX-ის სახელს უკავშირდება.

mobineX-ის როლი საქართველოში როუმინგ სერვისების განვითარებაში

mobineX-ი, როგორც ვირტუალური მობილური ოპერატორი, ქართულ სივრცეში 2023 წელს გამოჩნდა. მაღალი ტარიფების გამო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მანამდე როუმინგ ინტერნეტი ქართველი მომხმარებლებისთვის ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენდა. ძირითად შემთხვევაში, აბონენტები იძულებული იყვნენ, საერთაშორისო კომპანიებთან ეთანამშრომლათ. 

mobineX-ის მიზანი თავიდანვე იყო, სერვისი მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული გამხდარიყო, ესე იგი, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ინტერნეტი მეტი ადამიანისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. კომპანიამ წვლილი შეიტანა როუმინგ ტარიფების დარეგულირებაში და შექმნა პლატფორმა, რომელიც 24/7-ზე მზად არის ქართველი აბონენტების დასახმარებლად. სამოგზაურო ინტერნეტის იდეაც მოგზაურობის პროცესის გამარტივებას უკავშირდება. ამ ტერმინმა სერვისი გაცილებით მარტივად მოსაძიებელი და აღქმადი გახადა.

როუმინგ ინტერნეტ სერვისის მიწოდებამ საქართველოში დიდი გზა განვლო, სანამ როუმინგიდან სამოგზაურო ინტერნეტამდე მივიდოდით. დღესდღეობით ქართველ აბონენტებს უკვე შეუძლიათ მაღალი ხარისხის როუმინგ ინტერნეტით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ტერმინი „სამოგზაურო ინტერნეტი” პირველად სწორედ ქართული წარმომავლობის მობილურმა ოპერატორმა mobineX-მა დაამკვიდრა. დღეს ამ სერვისს აქტიურად იყენებენ ქართველი მომხმარებლები, რაც მათ მოგზაურობას საგრძნობლად უმარტივებთ.

R