ნანკა კალატოზიშვილი „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც გულწრფელად ისაუბრა თავისუფლებაზე, მარტო ყოფნის შიშზე და იმ არჩევანზე, რომელსაც ბევრი ქალი საზოგადოების ზეწოლის გამო აკეთებს.
პოდკასტში ნანკამ აღნიშნა, რომ მისთვის საკუთარი თავთან კომფორტულად ყოფნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. მისი თქმით, ქალების დიდი ნაწილი ურთიერთობებში მხოლოდ იმიტომ შედის, რომ მარტო დარჩენის ეშინია - რაც, მისი აზრით, ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იწვევს.
"მე და ნანკა ყველაფერს ვშვრებით, რაც მოგვინდება. ნანკას უყვარს ცეკვა, შეუძლია, მარტო რომ იყოს, იგორაოს კიდეც, იმღეროს, ისეირნოს, ათვალიეროს, ყველაფერი შეუძლია. ეს მე ცუდი არ მგონია, რადგან ძალიან ბევრი ქალი არასწორ ნაბიჯს დგამს სიმარტოვის შიშით. ფიქრობენ, რომ მამაკაცი უნდა ჰყავდეთ გვერდით, რაც, ვფიქრობ, სიმარტოვის შიშით არის განპირობებული. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მყავდეს გვერდით, თუ საჭირო იქნება, იქნება კიდეც. მგონია, რომ ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ არის საინტერესო, რაც მამაკაცის გარეშე შეგიძლია აკეთო. საკუთარ თავთან გართობას რომ ისწავლი. ეგ ძალიან მაგარია. მე ბავშვობიდან მსგავსად ვარ, შეიძლება მე რასაც ვიძახი, ვიღაცისთვის დეგენერატობაც იყოს" - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი
ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი.
მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ფილმები: "მიდიოდა მატარებელი", "რევერსი", "გრაფიტი", "ტრილოგია", "ოცნების ქალაქი"...
ნანკა კალატოზიშვილის და დათუნა გოცირიძის წყვილი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი შოუბიზნესური წყვილი, რომელიც საკუთარ გრძნობებს არ მალავდა. დათუნა და ნანკა მაყურებელმა აჩიკო მეფარიძის კლიპიდან „მშვიდობით“ გაიცნო.
"მას შემდეგ, რაც შვილი გამიჩნდა, სამყაროს მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და განსაკუთრებით, შვილის მიმართ. ალბათ, ამიტომაც ვლაპარაკობ ბევრს რაღაცებზე და ვაპროტესტებ. მანამდეც არ ვიყავი ჩუმად, თუ რამე არ მომწონდა, მაგრამ ბავშვის მერე გაასმაგებულად დამეწყო. მივხვდი, რომ ჩემი ბავშვის მომავალი და ზოგადად, ახალი თაობის მომავალი, წყდება და სიჩუმე დანაშაულია! ეს რომ არ გავაკეთო, მერე დანი მოტრიალდება, მეტყვის - რას აკეთებდი, არ შეგაწუხა ამან?!

ოგადად, კომენტარებით დიდად არ ვინტერესდები. მივხვდი, რომ არ ვარ ექიმი. ასე რომ იყოს, დიაგნოზისთვის, კვლევისთვის საინტერესო იქნებოდა, რა დონის სიგიჟესთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანები ასე გლანძღავენ. მაგრამ სჯობს, ასე დაიცალონ ვირტუალურ სივრცეში და გარეთ ნაკლები ზიზღით გამოვიდნენ. მგონია, რომ მე მათ ვეხმარები. როდესაც შენი შვილი გაიზრდება და გკითხავს, რას აკეთებდი და "ვტროლაობდიო", რომ ეტყვი, ძალიან უხერხულია ამით რომ ხარ დაკავებული და მეტი საქმე რომ არ გაქვს. არცერთი ეს ადამიანი მე არ მიცნობს, საოცარი ცილისწამებებია. ისეთ რამეებს მაბრალებენ, ასე რომ მეცხოვრა, ალბათ, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი." - თქვა მსახიობმა და სამოქალაქო აქტივისტმა გადაცემაში "სთორი".
ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ. თავდაპირველად მეგობრობდნენ, შემდეგ კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 5-წლიანი რომანი ჰქონდათ. ნანკას და დათუნას რომანი ქორწინებით არ დასრულდა, თუმცა, რატომ დაშორდნენ, უცნობია. დათუნას დღეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. რაც შეეხება ნანკას, მას და ირაკლი კედიას პატარა დანიელი ჰყავთ, თუმცა, მათი ოჯახი, სამწუხაროდ, დაინგრა.
„დანის მამაა, სულ მეყვარება. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაღაც პერიოდი ხალხს ეგონა, რომ შევრიგდით. ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი, და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი. ძალიან მჭირდება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი“, – აღნიშნა ნანკამ გადაცემა „სთორიში“.