დამიანე კვარაცხელიას ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს: "ეს ბავშვი ფეხბურთს ძალიან სერიოზულად უდგება" - Marao

დამიანე კვარაცხელიას ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს: "ეს ბავშვი ფეხბურთს ძალიან სერიოზულად უდგება"

2026-02-09 11:23:46+04:00

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და "მარსელის" კარში გოლის გატანაც შეძლო. ეს განსაკუთრებით ემოციური მომენტი მამასთან ერთად აღნიშნა დამიანე კვარაცხელიამაც - ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე მის ვიდეოს აქვეყნებს: "ეს ბავშვი ფეხბურთს ძალიან სერიოზულად უდგება", - წერს ის. პატარა დამიანეს ემოციები მართლაც გადამდები აღმოჩნდა და მისმა ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა. 

kvara

ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი 

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

  • ულამაზესი ოჯახის ბედნიერი მომენტები: ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებენ

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

kvara

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. 

  • ყველაზე პოპულარული ბავშვები და სახელები 2025 წელს: რას არქმევენ ცნობილი ქართველები შვილებს

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.