„ყველა მხატვარი, ფაქტობრივად, თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე ქმნის თავის ნამუშევარს. ჩემთვის ყოველი ტილო არის ძალიან ემოციური და ყოველთვის რაღაცასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ეს ტკივილი, რაც მე გადავიტანე, ასევე ჩემს ნამუშევრებშიც აისახა თავისთავად. დუდუს შემდეგ, სამი თვის შემდეგ შევქმენი მისი პორტრეტი. მართლა არ მინდა ახლა მაინცდამაინც ვაქო ჩემი თავი, მაგრამ ამბობენ, რომ რაღაც სასწაულად მაქვს დაჭერილი თურმე მისი სული, მისი სახე, მისი ბუნება. დღეს ეს ნახატი მამაჩემის სახლში კიდია, სადაც ნათელა მაჭავარიანთან ერთად ცხოვრობდნენ."
„გავიზარდე ექიმების ოჯახში - ბაბუა იყო მიშა ტყავაძე, საქართველოში მედიცინის ფუძემდებელი, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი პიროვნება. პირველმა გააკეთა მან თავის ტვინზე ოპერაცია, ტრეპანაცია. დღესაც მიშა ტყავაძის პორტრეტი კიდია რკინიგზის საავადმყოფოში, დიდი პორტრეტი...“
„მე, რადგან მხატვრობაზე გადავედი და მუსიკა, ფაქტობრივად, ცოტა გვერდზე გადავწიე, ეს არ არის ჩემთვის უმნიშვნელო. არა, ამ დროს პირიქით - ორივე მიყვარს სიგიჟემდე, მაგრამ თუ არ ვუკრავ, მე ასევე ვერ ვხატავ და არა მაქვს თითქოს ინსპირაცია. როგორც კი ვიწყებ დაკვრას, მომდის საოცარი იდეები ხატვისთვის. თითქოს შერწყმულია ერთმანეთში.“
„იმდენად რთული იყო ჩემთვის დუდუს მკვლელობა, დუდუს ამბავი, რომ, ფაქტობრივად, ალბათ, ამან მიბიძგა, რომ წამოვსულიყავი, წავსულიყავი ევროპაში და იქ მეცხოვრა.“
ამბები წარსულიდან დუდუ დადიანის დამ, მაკა დადიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში გაიხსენა. გადაცემა "მონოლოგის" ნახვა მაყურებელს სრულად 20 თებერვლად შეეძლება.
