"მოხუცი ტოროლები" - ყველასთვის საყვარელი დუეტი და ცნობილი წამყვანების ახალი კადრები - Marao

"მოხუცი ტოროლები" - ყველასთვის საყვარელი დუეტი და ცნობილი წამყვანების ახალი კადრები

2026-02-09 15:14:43+04:00

ნანიკო ხაზარაძისა და ნიკა ლომიძის სატელევიზიო წყვილი წლების წინ დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობდა - "მაესტროზე" მათი დუეტი მაყურებლის კარგი განწყობის გარანტი იყო. ნანიკოსა და ნიკას მეგობრობა სწორედ აქედან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 

ამჯერად ნანიკო ხაზარაძე ნიკა ლომიძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და ძველ დროს იხსენებს: "მოხუცი ტოროლები", - წერს ის. 

khazradze

ნანიკო ხაზარაძე 

ნანიკო ხაზარაძე ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. 2007-2008 წლებში მიჰყავდა გადაცემა „ნანიკოს შოუ“. გადაღებულია 5 ფილმში. 

ნანიკო ხაზარაძე პირველად ლევან ნუცუბიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ლილუ ნუცუბიძე შეეძინა, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა.

განქორწინების შემდეგ ნანიკო პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო.

  • „იმაზე მეტის გახდა, ვიდრე წარმოგიდგენიათ“ - ვინ არის ნანიკო ხაზარაძის დედა და რა ვიდეოს აქვეყნებს ტელეწამყვანი 

  • ვინ არის მისი იმედი, რა არის სიყვარული და რას ნანობს: ნანიკო ხაზარაძე სხვა რაკურსით 

ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე.

მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.