"ყველასგან გამორჩეული, ყველაზე ლამაზი" - VIDEO: რატომ მოექცა ნიცა თავაძე ყურადღების ცენტრში - Marao

"ყველასგან გამორჩეული, ყველაზე ლამაზი" - VIDEO: რატომ მოექცა ნიცა თავაძე ყურადღების ცენტრში

2026-02-10 10:08:56+04:00

ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

ცნობილმა ფრანგმა მეიქაფ არტისტმა, "MOUNAYAH", რომელიც საფრანგეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად თანამშრომლობს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან, ცოტა ხნის წინ "პსჟ"-ს ფეხბურთელების მეუღლეებს უმასპინძლა, მათ გვერდით კი ნიცა თავაძეც გამოჩნდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კადრებმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. ინტერნეტმომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ნიცა არაჩვეულებრივად გამოიყურება.

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.