"43 წლის ასაკში ჯოჯოხეთში ცხოვრება არაფრად მიღირდა... ამაზე მეტი რა უნდა გაფუჭდეს ჩვენს ურთიერთობაში?" - სალომე გოგიაშვილი ღალატზე, ყოფილ ქმარზე და ოჯახზე - Marao

"43 წლის ასაკში ჯოჯოხეთში ცხოვრება არაფრად მიღირდა... ამაზე მეტი რა უნდა გაფუჭდეს ჩვენს ურთიერთობაში?" - სალომე გოგიაშვილი ღალატზე, ყოფილ ქმარზე და ოჯახზე

2026-02-10 12:04:56+04:00

„ვერ ვიტყვი, რომ მარტივად გადავიტანე ეს ყველაფერი, რაც ჩემს თავს მოხდა, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არ მიყვარს, როდესაც ჩემ გარშემო ადამიანებს ვანერვიულებ, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადე, არ შემემჩნია ეს დარდი და საფიქრალი და ამით არ მენერვიულებინა ჩემი ოჯახის წევრები. მაქსიმალურად ვეცადე, ხალხისთვის მეჩვენებინა, თითქოს ყველაფერი კარგად არის, თუმცა ამდენი თვის შემდეგაც კი ვერ ვიტყვი, რომ ამ ყველა ნეგატივისგან გავთავისუფლდი. ვცდილობ, ახალ ცხოვრებასა და ახალ რეალობას შევეგუო.

  • ვინ არის სალომე გოგიაშვილის მეუღლე და რას ამბობს მის შესახებ გავრცელებულ ვიდეოში

ამ ფაქტის წინაშე როცა დავდექი, ჩვენ ერთი თვე კიდევ ერთად ვცხოვრობდით, რა თქმა უნდა, ამას თუ ცხოვრება ჰქვია, მაგრამ მივხვდი, რომ არ შემიძლია ამ ყველაფერთან შეგუება. 43 წლის ასაკში ჯოჯოხეთში ცხოვრება არაფრად მიღირდა. მთავარი ამოსავალი წერტილი ჩემი შვილები არიან, რომლებმაც არ უნდა დაინახონ, რომ მე ვარ ცუდად, მაქვს მაღალი წნევა… ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემექმნა, რაც არასდროს მაწუხებდა, ყველაფერმა შემაწუხა.

როდესაც ეს საშინელება მოხდა ჩემს თავს, ერთი თვე ქუჩაში ვერ გამოვდიოდი, სოციალურ ქსელში არ შევდიოდი, ძალიან ცუდად ვიყავი. დამეწყო გულის პრობლემები, საშინელი წნევა, გარეთ გასვლის შიში. მეგონა, რომ გული წამივიდოდა. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ სულ მეტირებოდა და არასდროს ვტიროდი, რადგან ყველა ოთახში ბავშვი მყავდა და ჩემს ცრემლებს ვერ დავანახვებდი…

  • "მხოლოდ ერთს ვიტყვი - ორივე ქალი ჩემთვის არის გმირი, იცით, რატომ?" - ია ფარულავა ვიდეოს აქვეყნებს

ამაზე მეტი რა უნდა გაფუჭდეს ჩვენს ურთიერთობაში, რაც გაფუჭდა? ყველაფერი დასრულებულია და ყველაზე მეტად, რაც მტკივა, ის არის, რომ ჩვენ შორის მეგობრობაც დამთავრდა…“ - ამბობს სალომე გოგიაშვილი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში. 

gogiashvili

სალომე გოგიაშვილი 

ყოფილი მოდელს, ლიკა შენგელიასა და ტელეწამყვან სალომე გოგიშვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ ბოლო პერიოდში, ქართული მედია აქტიურად წერდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილებისა თუ ვიდეოების მეშვეობით, მათ ამ კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრეს და ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილი ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. 

აღნიშნულ გაცხადებას სალომე გოგიაშვილმა ცილისწამება უწოდა, უარყო ძალადობის ფაქტი და საქმის სასამართლოში გადატანა გადაწყვიტა. "მე არ ვაპირებ პინგ-პონგის თამაშს ფეისბუკზე - შევხვდებით სასამართლოში", - ამბობს ის გავრცელებულ ვიდეოში. 

ვიდეოში, რომელიც ტელეწამყვანმა 10 აგვისტოს გამოაქვეყნა, ის მეუღლის შესახებაც საუბრობს. სალომე გოგიაშვილის მეუღლე ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილია. წყვილმა 15 წლის წინ იქორწინა და ისინი 4 შვილთან ერთად ცხოვრობდნენ.

"რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ჩემს ქმართან, მე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის მადლობა. მან შეძლო დაენახებინა ჩემთვის, ვინ არის ჩემი ჭეშმარიტი მეგობარი და ვინ - არა. ზოგადად ვამბობ ამას, იმიტომ, რომ ახლა არის ჩემთვის ყველაზე რთული პროცესი, 15 წლის მანძილზე ვიცხოვრეთ მე და ჩემმა ქმარმა ერთად და, ცუდის გარდა, ძალიან  ბევრი კარგიც იყო. მადლობა მას, იმიტომ რომ ახლაც, მიუხედავად ამ მდგომარეობისა, გინდა ჩათვალეთ, რომ სულელი ვარ, მაინც მისი იმედი მაქვს. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ერთად ვიქნებით თუ არა, ეს სხვა საკითხია და არ ვაპირებ ამის ფეისბუკში გასაჯაროებას, ყველაფრისთვის მას მადლობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ორი ფანტასტიკური ბიჭი მაჩუქა, რომლებიც პატარები არიან, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მივლიან, რადგან ხვდებიან, რომ მძიმე პერიოდს გავდივარ", - ამბობდა სალომე გოგიაშვილი ვიდეოში.