"ფრასკატის ულამაზეს ვილაში ვიყავით, მე და დევა ერთმანეთის გაცნობას ვიწყებდით..." - "პრინცესა დევას" სიყვარულის ამბავი - Marao

"ფრასკატის ულამაზეს ვილაში ვიყავით, მე და დევა ერთმანეთის გაცნობას ვიწყებდით..." - "პრინცესა დევას" სიყვარულის ამბავი

2026-02-10 15:36:31+04:00

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი, ახალგაზრდა მსახიობი და მოდელი, დევა კასელი, 2023 წლიდან იტალიელ მსახიობს, სოლ ნანის ხვდება და მათ წყვილს უკვე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. დღეს მათი სიყვარულის ისტორიის შესახებ გიამბობთ:

  • ცეცხლოვანი იტალიელების ვარსკვლავური წყვილი: დევა კასელი შეყვარებულთან ერთად Cartier -ის ღონისძიებაზე გამოჩნდა

deva

ვიდრე სოლ ნანი დევა კასელის გვერდით გამოჩნდებოდა, მის შესახებ მედიაში ინფორმაცია ხშირად არ ვრცელდებოდა. თუმცა, ახალგაზრდა მსახიობს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. სოლ ნანი 1999 წლის 4 თებერვალს ბოლონიაში, ექიმების ოჯახში დაიბადა. ბიჭის სამსახიობო კარიერა, როგორც ხშირად ხდება, შემთხვევით განვითარდა. სოლ ნანის ფეხბურთი უყვარდა. როდესაც ის 12 წლის იყო, მშობლები დაარწმუნა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელთან, კაკასთან კასტინგზე წაეყვანათ. მაშინ ფეხბურთელი "მილანში" თამაშობდა. კაკა სოლ ნანის კერპი იყო და ბიჭს არ უნდოდა, ეს შანსი ხელიდან გაეშვა. მან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და კარში ბურთი 20-ჯერ გაიტანა. დარწმუნებული იყო, რომ აიყვანდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

წაიკითხეთ სრულად