პოპულარული ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პოდკასტ „სარკასტიკას“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა, რომელიც ტატუს სახით მის სხეულზეც არის.
„ამ ერთი სვირინგის წაშლა მინდა, ვიწვავ. ირაკლისთან არის დაკავშირებული. ირაკლი არის წარსული, დასრულებული თემაა და ამ თემაზე რომ ვლაპარაკობთ, არ მომწონს. კიდევ ერთი ტატუ არის, რომლის მოშორებაც მინდა. ეს არის ბიჭი და გოგო, სადაც ბიჭის მხარზე გოგოს უდევს თავი. ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი ურთიერთობა, რომელიც წარსულია. ეს ჩემი მეუღლე არ არის. ბიჭი იმიტომ ახატია, რომ ჩემზე უმცროსია“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ნანუკა ჟორჟოლიანის ბიოგრაფია
ნანუკა ჟორჟოლიანი 1979 წლის 26 ივნის დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
"პირველად კორეაში" - ნანუკა ჟორჟოლიანი მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“. დღეს კი ნანუკა ტვ პირველზე საქმიანობს.

2020 წლის 23 სექტემბერს „ძალა ერთობაშიამ“ ნანუკა წარადგინა წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად. ნანუკა აქტიურად არის ჩაბმული დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციებში.
ნანუკა 16 წლის ასაკში დაოჯახდა ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. ნანუკას და ნიკოლოზის ქორწინებამ 2 წელს გასტანა. ნანუკას ნიკოლოზისგან ერთი საერთო შვილი, მარიამი ჰყავს.
წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ნანუკა მეორედ, ირაკლი კოდუაზე დაოჯახდა. მათ ერთი შვილი საბა კოდუა ჰყავთ. წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა.