„ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ ფილიპინებზე ცხოვრებისას მოცემული შანსი არ გამოვიყენე" - დოდონა ნამორაძის განსაკუთრებული ნიჭი და ცხოვრებაზე ფილიპინებზე - Marao

„ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ ფილიპინებზე ცხოვრებისას მოცემული შანსი არ გამოვიყენე" - დოდონა ნამორაძის განსაკუთრებული ნიჭი და ცხოვრებაზე ფილიპინებზე

2026-02-11 15:57:54+04:00

„ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ ფილიპინებზე ცხოვრებისას მოცემული შანსი არ გამოვიყენე. ორენოვანი ვარ, ინგლისურად ისე ვსაუბრობ, როგორც ქართულად. იქ ექვსწლიანი ცხოვრებისას, ურთიერთობა მქონდა სტუდენტებთან 66 სხვადასხვა ქვეყნიდან. შემეძლო, კიდევ ორი ენა მაინც მესწავლა, მით უმეტეს, ენების სწავლაში საკმაოდ ნიჭიერი ვარ. სამწუხაროდ, დამეზარა, მაშინ, როცა მამაჩემმა 8 ენა იცის და ეს ჩვენი ოჯახური ნიჭია…“

ახალგაზრდა მომღერლის, დოდონა ნამორაძის ინტერვიუს სრულად ჟურნალ "თბილისელებში" წაიკითხავთ. 

DODONA-NAMORADZE

ვინ არის დოდონა ნამორაძე

ფართო საზოგადოებამ დოდონა ნამორაძე საბერძნეთის "ვოისში" მონაწილეობის შემდეგ გაიცნო - ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა უამრავი ადამიანის გული დაიპყრო - უნიკალური ვოკალური მონაცემებითა და განსაკუთრებული არტისტიზმით ის ქართველებისთვის საყვარელ სახედ იქცა. 

  • "ჩვენ ერთმანეთს არასოდეს ვეუბნებით – „მიყვარხარ!”… ყველაფერი უსიტყვოდ ხდება" - ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის 30-წლიანი ამბავი სიყვარულზე

"ბებიაჩემი 13 წელი ცხოვრობდა და მუშაობდა საბერძნეთში და სულ მეუბნებოდა, რომ უნდოდა, იქ კონკურსში გავსულიყავი, რადგან ძალიან უყვარს იქაური ხალხი, კულტურა… ასევე, რამდენიმე წლის წინ მყავდა მეგობარი, რომელსაც ძალიან უყვარდა ბერძნული მითოლოგია და მეც შემაყვარა. ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და მეც გადავწყვიტე, რომ ეს ის ქვეყანა იყო, სადაც “ვოისში” გავიდოდი.

namoradze

პირველი მოსმენა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, მერე კი ბრმა კასტინგზე ჩავედი, სადაც ჩემმა სიმღერამ ოთხივე მწვრთნელის სკამი ჩემკენ შემოატრიალა", - იხსენებდა დოდონა ნამორაძე. 

  • დავა ცოლ-ქმარს შორის დასრულებულია - რა გადაწყვიტა სასამართლომ

"10 წლის ვიყავი, მშობლებთან ერთად ფილიპინებზე რომ წავედი, რადგან იქ დოქტორანტურაში სწავლობდნენ. მთელი ბავშვობა სულ ვმღეროდი, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე – არა. ფილიპინებიდან საქართველოში რომ დავბრუნდი, 16 წლის ვიყავი და გადავწყვიტე, "იქს ფაქტორში" გავსულიყავი. გავედი, მაგრამ, სამწუხაროდ, 4 სკამიდან გამოვეთიშე პროექტს და ძალიან დამწყდა გული.

საერთოდ აღარ ვმღეროდი. მერე კი გავიცანი იოსებ ახალკაციშვილი, რომელიც ქუჩაში მღეროდა და მეც დავიწყე ქუჩაში სიმღერა. 3 წელი არსად გამოვსულვარ, მხოლოდ ქუჩაში ვმღეროდი, რადგან გული მქონდა დაწყვეტილი", - იხსენებს ის.