"არის შავი და თეთრი ზოლებიც. მაინც სულ ვცდილობთ, ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ" - სიყვარული სცენაზე და სცენის მიღმა: ლელუკა თელია და კობა შემოქმედელი ჭეფხოძე - Marao

"არის შავი და თეთრი ზოლებიც. მაინც სულ ვცდილობთ, ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ" - სიყვარული სცენაზე და სცენის მიღმა: ლელუკა თელია და კობა შემოქმედელი ჭეფხოძე

2026-02-11 16:09:05+04:00

"22 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ. მეგობრებიც ვიყავით და რაღაც-რაღაცებიც ხდებოდა. 14 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. ხან ისეა, ხან ასე, არის შავი და თეთრი ზოლებიც. მაინც სულ ვცდილობთ, ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ, ცხოვრება ხომ იცით, როგორია? ვიცით, რომ ყველგან არსებობს გარკვეული რუტინა, მაგრამ როცა ცდილობ მის გამრავალფეროვნებას, ყველაფერი გამოდის. ეს კობას თვისებაა - მოულოდნელად შეიძლება გითხრას, - „ახლა ჩაალაგე, მივფრინავთ!…“ ბათუმიდან ჩამოვედით და მეგონა, დასრულდა ჩვენი დასვენება, მაგრამ დამირეკა, ოთხ საათზე საფრანგეთში მივფრინავთო.

LELUKA_TELIA

გურულია, აფეთქდება, უცებ შეიძლება გაბრაზდეს, გაღიზიანდეს, მაგრამ ძალიან მალე არაფერი ახსოვს. მე უფრო სხვანაირი ვარ. მაქვს კახური და უკრაინული გენები და მოქმედებს, კობა კი მთლიანად გურულია. ეს ბალანსის თემაში გვეხმარება" - ოჯახური ცხოვრების, სიახლეებისა და კარიერული წარმატების შესახებ ლელუკა თელიამ ვრცლად "რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა. 

კობა შემოქმედელი-ჭეფხოძისა და ლელუკა თელიას ოჯახი 

ულამაზესი წყვილი უკვე 2ო წელზე მეტია, სიყვარულით ცხოვრობს. ისინი ორ შვილს, მაშოს და დუდუს ზრდიან და წარმატებული ოჯახური ცხოვრების პარალელურად, წარმატებულები არიან საკუთარ საქმეშიც. კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე ფართო საზოგადოებამ „თეატრალურის კვარტეტის“ რიგებში გაიცნო, ხოლო პროექტში "მიმღერე" მისმა გამოჩენამ მეუღლესთან ერთად წყვილს კიდევ უფრო მეტი პოპულარობა, წარმატება და სიყვარული მოუტანა. 

LELUKA-TELIA