"ცოტა ეჭვიანიც იყო, თუ დაინახავდა, რომ ვინმე ჩემ მიმართ სიმპათიას გამოხატავდა, ბრაზდებოდა" - მოგონებები თბილისელ პრინცზე, დუდუ დადიანზე - Marao

"ცოტა ეჭვიანიც იყო, თუ დაინახავდა, რომ ვინმე ჩემ მიმართ სიმპათიას გამოხატავდა, ბრაზდებოდა" - მოგონებები თბილისელ პრინცზე, დუდუ დადიანზე

2026-02-11 16:43:05+04:00

"რა ვთქვა, ჩემთვის, დუდუ ძმაც იყო და შვილიც. მის მიმართ დედობრივ სიყვარულს ვგრძნობდი. ჩვენ დედა ადრე დაგვეღუპა, ჩემსა და დუდუს შორის სხვაობა 8 წელი იყო, სულ თან მყავდა, შვილივით ვუვლიდი. 

დუდუ საოცარი ძმა იყო, უთბილესი, უსაყვარლესი. ყოველ 2 საათში მირეკავდა, მეკითხებოდა, როგორ ვიყავი. ცოტა ეჭვიანიც იყო, თუ დაინახავდა, რომ ვინმე ჩემ მიმართ სიმპათიას გამოხატავდა, ბრაზდებოდა - „რა იყო, თაფლი გისვიაო?!“ - მეუბნებოდა. ჩემზე გადაყოლილი ძმა იყო, მამასთვის - საუკეთესო შვილი. წლების მატებასთან ერთად, ამ ნოსტალგიას უფრო მძაფრად ვგრძნობ. 

  • ვინ არის მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თველ პრინცის, დუდუ დადიანის და? "პრინცესა მაკა დადიანის" ამბავი

შვეიცარიაში ცხოვრება ძალიან დამეხმარა კარიერულ განვითარებაში, ბევრსაც მივაღწიე, მაგრამ მე ქართველი ვარ - ვგეგმავთ საქართველოში დაბრუნებას. მე ჩემი მეგობრების, ნათესავების გარეშე არ შემიძლია. შვეიცარიაში ძალიან კარგი ხალხია, თავ დაცულად ვგრძნობ, მაგრამ ის ურთიერთობები, რაც საქართველოშია, არ არის, - ამის შესახებ მაკა დადიანმა "მონოლოგში" ისაუბრა. 

MAKA_DADIANI

დუდუ დადიანი 

უყვარდა კალათბურთი, ხშირად დადიოდა სანადიროდ და ხიფათიც მუდამ თან სდევდა .ერთხელ, სანადიროდ წასულს, მის და მის მეგობარს შემთხვევით აზერბაიჯანის საზღვარი გადაუკვეცავთ და დაუჭერიათ. ახლობლებისა და ოჯახის წევრების ჩარევის შემდეგ კი, რამდენიმე დღეში გაუთავისუფლებიათ. ასეთ ამბებს მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ბევრს იხსენებენ...გაგრძელება

 განსაკუთრებით ბევრი აქვს გასახსენებელი დუდუს ძმას, ლევან დადიანს:

dadiani

"დუ­დუს და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში და­ვი­თი უწე­რია, მაგ­რამ ჩემი შერ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლი შერ­ჩა... მი­მაჩ­ნია, რომ დუ­დუმ და მის­მა თა­ო­ბამ კა­ლათ­ბურ­თის ერ­თგვა­რი ეპო­ქა შექ­მნეს. მი­სა­ბა­ძი კაცი გახ­და დუ­დუც და მისი თა­ო­ბის ბი­ჭე­ბიც. არ­სე­ბობს შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნის ფე­ნო­მე­ნი და დუდუ იყო ასე­თი. ცოტა გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია იმის თქმა, რომ მე­ქალ­თა­ნე იყო. თუმ­ცა ქა­ლე­ბის ფა­ვო­რი­ტი მარ­თლაც გახ­ლდათ.

  • მაკა ასათიანის უცნობი დის ცხოვრება - ულამაზესი ქალი, რომელიც "აფხაზი პრინცესას" დედაა

მატ­ჩის დროს დარ­ბაზ­ში ცალ­კე ის­ხდნენ მისი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბი და როცა დუდუ ბურთს მი­ი­ღებ­და, შე­ძა­ხი­ლე­ბით ამ­ხნე­ვებ­დნენ. სა­მა­გა­ლი­თო კაცი და ნაღ­დი ქარ­თვე­ლი იყო. ძნე­ლია ძმა­ზე ლა­პა­რა­კი, უბე­დუ­რე­ბაა, რომ აღარ მყავს. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ (დუდუ წლის და 4 თვის იყო, დედა რომ და­ა­ვად­და...), დუ­დუს მე და ჩვე­ნი უფ­რო­სი და - მაკა ვზრდი­დით. წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი მო­ი­შა­ლა და სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, მა­მას მე­ო­რე ცოლ­მა, ნამ­დვი­ლი დე­დო­ბა გა­უ­წია, სა­ოც­რად ეს­მო­დათ ერ­თმა­ნე­თის...“ - ამ­ბობს ლე­ვან და­დი­ა­ნი.