"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო მარადიულო სიყვარულო" - ნიცა თავაძის ემოციური წერილი იუბილარ მეუღლეს - Marao

"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო მარადიულო სიყვარულო" - ნიცა თავაძის ემოციური წერილი იუბილარ მეუღლეს

2026-02-12 10:05:08+04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარიზის „პსჟ“-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, იუბილარია. ქართული ფეხბურთის გამორჩეული სახე 25 წლის გახდა.

ხვიჩას დაბადების დღე მისმა მეუღლემ, ნიცა თავაძემ, სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოსტით მიულოცა. ნიცამ ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, სადაც წყვილის ოჯახური კადრები.

„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო მარადიულო სიყვარულო, ჩემო საუკეთესო მეგობარო და მსოფლიოში ყველაზე დიდებულო მამა“, - წერს ნიცა თავაძე. 

25 წლის ასაკში ხვიჩა კვარაცხელიას უკვე აქვს ისეთი მიღწევები, რაზეც ბევრი ფეხბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში ოცნებობს. მას შემდეგ, რაც მან იტალიურ „ნაპოლისთან“ ერთად სერია A-ს ჩემპიონობა იზეიმა, მისი ტრანსფერი ფრანგულ გრანდში, „პსჟ“-ში, ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა. ხვიჩა დღეს არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების ლიდერი, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა.

kvara

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა.  წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

nitsa

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს. 

შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.