მსახიობი ია შუღლიაშვილი ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემის სტუმარი იყო. მან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მსახიობმა წლების მატებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დრომ მას მეტი თავდაჯერებულობა შესძინა:
"იცით, რატომღაც ისე მოხდა, რომ სხვებიც კი მეუბნებიან, რომ, რაც უფრო ასაკში შევდივარ, უფრო სიმპათიურად გამოვიყურები, თუ არ ვიცი, რას ნიშნავს ეგ, მაგრამ უფრო რაღაცნაირი, სხვანაირი ვარ... ანუ, უფრო თავდაჯერებული, უფრო ჩამოყალიბებული, ალბათ, მაგას გულისხმობთ.
არ ვიცი, მაგრამ ახალგაზრდობაში, ეტყობა, ეს რაღაც ცოტა უმწეობა, ეს ამდენი ტკივილი მეტყობოდა და ვერ ვერეოდი იმდენად, რამდენადაც მეგონა, რომ ვერეოდი. მაგრამ მე თვითონ არ მაწუხებს, პირიქით, მე სულ ვიძახი, რომ ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის და ეცადო, რომ ის გახადო ლამაზი და ბედნიერი შენთვის“, - ამბობს ია შუღლიაშვილი.

ია შუღლიაშვილი
ია შუღლიაშვილი ქართველი ხალხის საყვარელი კომპოზიტორის, ინოლა გურგულიას, ქალიშვილია, მამაც ცნობილი კომპოზიტორი იყო.იამ ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი დაამთავრა. კონსერვატორიაში აბარებდა, როცა შეიტყო, რომ თურმე დედას უნდოდა, ია მსახიობი გამოსულიყო, ამიტომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მარჯანიშვილის თეატრში ინსტიტუტის დამთავრებიდან დღემდე უამრავ სპექტაკლში ითამაშა.
ია შუღლიაშვილის კარიერა დედის დამსახურებაა - სწორედ დედას უნდოდა, რომ შვილი მსახიობი გამოსულიყო. ამიტომ, იამ სკოლის დამთავრების შემდეგ კარიერაზე ფიქრი დაიწყო. მაშინ ინოლა გურგულია უკვე გარდაცვლილი ყო, იამ კი დედას სურვილი შეუსრულა.

"მსახიობობა რომ გადავწყვიტე, უკვე სკოლას ვამთავრებდი. ბევრ ინტერვიუში მითქვამს, რომ ეს დედას სურვილი იყო: სწორედ დედაჩემს - ინოლა გურგულიას სურდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. მართალია, მაშინ ინოლა უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მის სურვილს გვერდი ვერ ავუარე. საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, ეს პროფესია გახსნის და უფრო ხალისიანს გახდისო, ამბობდა დედა. ეს სიტყვები გულში ჩამრჩა და როგორც ანდერძი, ისე შევასრულე. " - ამბობდა ია.