"55 წლის ვხდები, არ მესმის, რატომ უნდა ჩავიტარო ინექცია" - მაკა ჩიჩუა სილამაზის ტენდენციებსა და პირად არჩევანზე - Marao

"55 წლის ვხდები, არ მესმის, რატომ უნდა ჩავიტარო ინექცია" - მაკა ჩიჩუა სილამაზის ტენდენციებსა და პირად არჩევანზე

2026-02-16 15:03:55+04:00

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა კოტე მათითაშვილის პოდკასტის, „კოტკასტის“ სტუმარია. გადაცემამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან მაკა ჩიჩუა სილამაზის თანამედროვე სტანდარტებსა და პირად არჩევანზე ღიად საუბრობს.

კოტე: ბოტოქსი თუ ფილერი?

მაკა: ბოტოქსი და ფილერი ერთი მგონია.

კოტე: რამე პროცედურებისთვის ხომ არ მიგიმართავთ აქამდე?

მაკა: ვერ ვხვდები, რატომ უნდა ჩავიტარო ინექცია, რატომ უნდა ვებრძოდე იმას, რაც ბუნებრივი პროცესია. მე ვთვლი, რომ ჰიგიენა მაქსიმალურად კარგად უნდა იყოს დაცული და უნდა გქონდეს შენი სტილი, ინდივიდუალიზმი, ამაშია მთელი ამბავი. მე მესმის იმ ადამიანების, ვისაც რაღაცების შეცვლის სურვილი უჩნდება. ახლა ძალიან ტრენდულია სქელი ტუჩი, როგორც კი ეს იქცევა ტენდენციად და მასიურად იწყებენ ამის გამოყენებას ადამიანები, ხდებიან ერთნაირები.

კოტე: ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი პროდუქცია, სუფთა ჰაერი...

მაკა: აი, ახლა დავიწყე მცდელობა, რომ მინიმუმამდე დავიყვანო შაქარი.

კოტე: ვინ იყო ყველაზე გამორჩეული პირველი ლედი, ვისთანაც თქვენ მოგიწიათ ოფიციალური თუ არაოფიციალური ვიზიტების დროს შეხვედრა?

მაკა: იმპერატორის მეუღლე იაპონიაში.

maka chichua

მაკა ჩიჩუამ გადაცემაში ორსულობაზე და მომატებულ კილოგრამებზეც ისაუბრა.

„წარმოიდგინეთ, რომ როდესაც ორსულად ვიყავი თემოზე, 30 კილო მოვიმატე და ძალიან სწრაფად დავიკელი. თომაზეც საკმაოდ - რაღაც 23 კილომდე მოვიმატე და ერთი წლის განმავლობაში ისევ იმ წონას დავუბრუნდი. რაც უფრო წლები გემატება, ეს მეტაბოლიზმი, როგორც ჩანს, ნელდება. სადღაც 35 წლამდე ფანტასტიკურად მიდიოდა ყველაფერი, ახლა კი 55 წლის ვხდები. აი, 40 წლის მერე რომ დავაკვირდი, მეტაბოლიზმი საკმაოდ შენელებულია. ამიტომ, სწორედ ახლა დავიწყე მცდელობა, რომ მინიმუმამდე დავიყვანო შაქარი. ნუ, შაქარი ისედაც ბავშვობიდან დიდად არ მიყვარდა, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ნამცხვრებს მივეტანე - არ ვიცი რატომ, ეტყობა ესეც ასაკობრივია.“ -  ამბობს მაკა ჩიჩუა

  • "ღო­ბეს ჭიშ­კა­რი არ აქვს, ძრო­ხე­ბი შე­მო­დი­ან, მე და გი­ორ­გი დავ­დევთ" - მაკა ჩიჩუასა და გიორგი მარგველაშვილის ცხოვრება დუშეთში

ცნობილია, რომ მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი მცირეწლოვან შვილებთან ერთად დუშეთში ცხოვრობენ. დუშეთი პატარა ქალაქია, თუმცა მათი ცხოვრება სულაც არ ჰგავს ქალაქურ ქაოსს. 

"მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება თბილისში გავატარე, მაგრამ ახლა თბილისი ძალიან შეცვლილია, დაბინძურება გაზრდილია. 12 წელია, ტყეში ვარ, ბავშვები იქ გაიზარდნენ. ბევრი რამ აკლია იმ პატარა ქალაქს, მაგრამ ჩემთვის მაინც იქ ჯობს. 

თბილისში ცხოვრებისას სახლში ბევრი მცენარე მქონდა, ზოგი - გიგანტური. სულ ვამბობდი, რა კარგი უქნებოდა, ეზო მქონდეს-მეთქი. თბილისშიც არის ეზოიანი სახლები, მაგრამ ამას ვერ შეედრება. 

აქ გავაშენე დიდი ვარდების ბაღი, ბოსტანი. ზოგჯერ მეზობლებსაც ვუმასპინძლდები ჩვენი მოყვანილი ბოსტნეულით. მიწასთან ურთიერტობა საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ დიდი სიამოვნებაა", - ამბობს მაკა ჩიჩუა. 

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი - ცხოვრება დუშეთში, შვილები და ოჯახი 

მშვენიერი, დახვეწილი, გაწონასწორებული, ნიჭიერი... - ეს იმ ეპითეტებიც მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც მაკა ჩიჩუას შესახებ ხშირად მოისმენთ. მართლაც, განსაკუთრებულად მშვიდი აურისა და დადებითი განწყობის დამსახურებით, მაკა ჩიჩუა დღემდე ბევრისთვის საყვარელი "პირველი ლედია".

მაკა ჩიჩუა  საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლეა. მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დაქორწინდნენ 2014 წლის 10 სექტემბერს. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს. საქორწინო ხელისმოწერისას მოწმეები მათი შვილები - ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა იყვნენ. 2015 წლის 2 თებერვალს მეორე შვილი შეეძინა. პრეზიდენტის ვაჟს ბაბუის სახელი, თეიმურაზი (თემიკო) დაარქვეს. მოგვიანებით კი ისინი კიდევ ერთი ბიჭის, თომას მშობლები გახდნენ.

მაშო ჩიჩუა მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გოგონას მამა მუსიკოსი დიმა დადიანია, თუმცა მაშო დღემდე დედის გვარზეა. დიმა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც ელექტრო­ნულ მუ­სი­კას ქმნი­და.

მაშოს მეუღლე მინდია გოგოჭური იყო, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ის რამდენჯერმე დააკავეს და მაშო მის მოსანახულებლად ციხეშიც ხშირად დადიოდა. 2020 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მაშო და მინდია ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს ქორწინებაში შვილი არ შეძენია.