"ახლა, როცა, ფაქტობრივად, ოჯახში ძალიან ცოტანი დავრჩით, მე და ილიკო ვართ..." - ნინო სუხიშვილი ძმის, ილიკო სუხიშვილის შესახებ - Marao

"ახლა, როცა, ფაქტობრივად, ოჯახში ძალიან ცოტანი დავრჩით, მე და ილიკო ვართ..." - ნინო სუხიშვილი ძმის, ილიკო სუხიშვილის შესახებ

2026-02-12 16:37:00+04:00

ილიკო სუხიშვილი და ნინო სუხიშვილი - განსაკუთრებული დაძმობის ამბავი

„ალბათ, ყველა და-ძმას უყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ კიდევ რაღაც საოცარი დამოკიდებულება გვაქვს. ჩემთვის, მაგალითად, ილიკო მთავარი ადამიანია ცხოვრებაში, აბსოლუტურად მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი ჩემთვის და იგივეა მისთვისაც.

რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია. ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვმოგზაურობთ, ერთად ვმუშაობთ… მოკლედ, აი, რაღაც ძალიან ერთიანი ბმა გვაქვს და ჩანს კიდევაც ეს ჩვენი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება.

sukhishvilebi

ახლა, როცა, ფაქტობრივად, ოჯახში ძალიან ცოტანი დავრჩით, მე და ილიკო ვართ. ილიკოს ორი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში ახლა ამ ეტაპზე, ამიტომ მე და ილიკო ვართ ესე დარჩენილები და ამხელა ანსამბლი, რომელიც ჩვენი დიდი ოჯახია.

მიხარია, რომ ყოველთვის ყველაფერზე ერთი და იგივე აზრი გვაქვს. არასდროს არ ვკამათობთ. რაღაც წვრილმანზე შეიძლება და ხან მე ვუთმობ ხანის ის მითმობს, მაგრამ მნიშვნელოვან რაღაცებზე ყოველთვის ერთი და იგივე აზრი გვაქვს. პროგრამის შედგენა იქნება ეს, თუ გასტროლების დაგეგმვა, თუ რაღაც გადაწყვეტილების მიღება, ერთნაირად ვფიქრობთ“, – თქვა ნინო სუხიშვილმა გადაცემაში „დროება“.