ცნობილი ქართველი მოდელი, თამთა შედანია, სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს.
„მიყვარს ჩემი საქმე და ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მთელი გულითა და სიყვარულით ვაკეთებ. ბევრს ჰგონია, რომ საყვარელ საქმიანობას ასაკი ან წლები აფერხებს და რაღაც ეტაპზე ყველაფერი უნდა დასრულდეს, თუმცა ეს ასე არ არის. ის, რაც გიყვარს, რაც სიხარულს და შინაგან კმაყოფილებას განიჭებს, სიცოცხლის ბოლომდე უნდა აკეთო - ეს მხოლოდ სამოდელო პროფესიას არ ეხება.
ბოლო პერიოდში კამერების წინ ხშირად აღარ ვდგავარ, რადგან საქმიანობის ახალ ეტაპზე გადავედი: ვასწავლი და პროფესიონალ მოდელებს ვზრდი. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა. თუმცა, როცა სურვილი მაქვს, გადაღებებს სიამოვნებით ვთანხმდები, რადგან ეს ჩემი განუყოფელი ნაწილია.
მგონია, რომ ყოველი მომდევნო შვილის გაჩენის შემდეგ უფრო ლამაზი და ძლიერი ვხდები. სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ქალისთვის ყველაფერი სრულდება, საკუთარ თავში დავამსხვრიე. კიდევ ვაპირებ შვილის გაჩენას, რადგან ვხვდები - დედობა მაძლიერებს. ის მანიჭებს სიღრმეს, სილამაზეს, სიმშვიდესა და იმ განსაკუთრებულ ბრწყინვალებას, რომელიც მხოლოდ შინაგანი სიძლიერიდან მოდის“, - წერს თამთა შედანია.

თამთა შედანია
უმშვენიერესი თამთა პირველად ბიზნესმენ ერეკლე მანგოშვილზე იყო დაქორწინებული და მისგან ერთი გოგონა, მია ჰყავს. მია ძალიან ჰგავს დედას და თამთა ხშირად აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთ შვილზე ოცნებობდა.
თამთამ მეორედ ინტერიერის დიზაინერ რატი რატიანზე იქორწინა: "ცხოვრებაში ძალიან ბევრ სხვადასხვა სტილის ადამიანს შევხვედრივარ, მათ შორის, უცხოელსაც და ამიტომ ადამიანების ამოცნობა მშვენივრად მეხერხება. ადამიანების, განსაკუთრებით, მამაკაცების უმრავლესობა, გაფასებს მხოლოდ სილამაზით, მაგრამ ბევრი იმას ვერ ხვდება, რომ ადამიანში მთავარი სულია და არა გარეგნობა. ადამიანში პიროვნება უნდა დაინახო და არა მისი ლამაზი ნატურა, რაც, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო სქესის ადამიანებს ემართებათ. ის პიროვნება, რომელთანაც ახლა მაქვს ურთიერთობა, არის გაწონასწორებული, განათლებული, დაღვინებული და იცის, როგორ უნდა აგრძნობინოს მანდილოსანს თავი ქალად" - ამბობდა მოდელი.
თამთასა და რატის სიყვარული უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მათ ორი საერთო შვილი, კირა და მიხეილი ჰყავთ. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა.