ძვირფასი საჩუქრები, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის - ვალენტინობა „ბიბლუსში“ - Marao

ძვირფასი საჩუქრები, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის - ვალენტინობა „ბიბლუსში“

2026-02-13 12:07:38+04:00

პატარა აქსესუარები, რომელსაც თქვენი ადრესატი სულ თან ატარებს - აჩუქეთ ვალენტინობას ერთდროულად პრაქტიკული, ძვირფასი და შთამბეჭდავი საჩუქრები, რომელთა ნაწილიც „ბიბლუსში“ ლიმიტირებული რაოდენობით არის ხელმისაწვდომი.

გთავაზობთ საჩუქრის იდეებს „ბიბლუსის“ პრემიუმ კოლექციიდან:

  • Hugo Boss-ის კალამი

უმაღლესი ხარისხის მასალები, ელეგანტური დიზაინი და კომფორტი. BOSS-ის ეს კალამი თქვენი ადრესატის სამუშაო დღეს სრულიად ახალ გამოცდილებას შესძენს. 

აღნიშნული კალმის ხელმისაწვდომი რაოდენობა საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 5 ერთეულია. 

  • Moleskin-ის  ბლოკნოტები

უმაღლესი ხარისხის იტალიური ბრენდის, „მოლესკინის“ პროდუქცია უკვე წლებია, „ბიბლუსის“ ქსელშია წარმოდგენილი. ბრენდის ბლოკნოტები გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გამძლეობით. 

„მოლესკინის“, როგორც ბრენდის ისტორია 1960 წლიდან იწყება და მისი სახელი უკავშირდება ისეთ დიდებულ მხატვრებს, მწერლებსა და არტისტებს, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს ხელოვნებასა და ლიტერატურაში. 

„მოლესკინი“ვინსენტ ვან გოგის სამუშაო ინსტრუმენტი ყოფილა. ნიდერლანდელი მხატვარი მას ესკიზებისა და კვლევებისთვის იყენებდა. პაბლო პიკასო კი ბლოკნოტებს ნახატებითა და იდეებით ავსებდა.

„მოლესკინის“ ბლოკნოტებს  კვლევებისთვის, ჩანახატებისა და ესკიზებისთვის იყენებდნენ  ანრი მატისი და ანდრე ბრეტონიც. ბლოკნოტი ხშირად თან ახლდა კინორეჟისორ ლუის ბენიუელსაც, რომელიც მასში სიუჟეტის სქემებს იწერდა, აწარმოებდა ჩანაწერებს და ინიშნავდა იდეებს. 

ბრენდი ამაყობს, რომ მის ბლოკნოტებს თან ატარებდნენ ერნესტ ჰემინგუეი, ოსკარ უიაილდი, ჟან-პოლ სარტრი, ანდრე ჟიდი და ბრიუს ჩატვინი. მათი მნიშვნელოვანი ნამუშევრების ნაწილი სწორედ „მოლესკინის“ ბლოკნოტში ჩანიშნული იდეებიდან იბადებოდა!

„მოლესკინიმა“ დიდი გზა გაიარა ვიდრე ჩვენამდე მოვიდოდა, მისი გარეკანი დღეს განსხვავებულია პირვანდელი ვიზუალისგან, თუმცა უცვლელი დარჩა ფურცლის ხარისხი და გამძლეობა. მისი თანამედროვე მფლობელი თან ატარებს პრაქტიკულ ნივთს, რომლის უკანაც უდიდესი ისტორია და გამოცდილება დგას. 

„მოლესკინის“ კოლექციის სანახავად მიჰყევით ბმულს.

 

  • Hugo Boss-ის ბლოკნოტის საფარი

პრაქტიკული და დახვეწილი საჩუქარი, რომელიც გემოვნებასა და სტატუსს უსვამს ხაზს - ეს „ბოსის“ ბლოკნოტის საფარია, რომელიც არასდროს დაკარგავს აქტუალობას.

კოლექცია „ბიბლუსში“ შეზღუდული რაოდენობის არის წარმოდგენილი. სანახავად მიჰყევით ბმულს. 

  • Waldmann-ის კალმები სასაჩუქრე ყუთით

კლასიკური დიზაინი, რომელიც ყოველთვის ამბობს თავის სათქმელს - ეს Waldmann-ის კალმების კოლექციაა. საჩუქარი იდეალურია მათთვის, ვინც საკანცელარიო ნივთებს გულდასმით არჩევს და ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს. კალამი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის მეტალებისგან. 

პრემიუმ ხარისხის საკანცელარიო პროდუქცია წარმოდგენილია „ბიბლუსის“ ცალკეულ ფილიალებში, მათ შორის, „ბიბლუსი გალერიებში“. ეწვიეთ ფილიალებს ან შეარჩიეთ საჩუქრები ონლაინ. 

R