ვინ არის სინამდვილეში ელენა ქანთარია - "ეპშტეინთან" დაახლოებული ქართული წარმოშობის მოდელი, რომელიც გაქრა - Marao

ვინ არის სინამდვილეში ელენა ქანთარია - "ეპშტეინთან" დაახლოებული ქართული წარმოშობის მოდელი, რომელიც გაქრა

2026-02-13 16:42:41+04:00

„საუკუნის სკანდალი“, „ელიტური წრეების კოშმარი“ და „საიდუმლოებები, რომლებსაც მსოფლიოს უძლიერესი ადამიანები წლებია მალავდნენ“ - ჯეფრი ეპშტეინის საქმე დიდი ხანია გასცდა ჩვეულებრივი კრიმინალური ქრონიკის ფარგლებს. მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის სასამართლომ ეპშტეინის ე.წ. „შავ სიაში“ შემავალი ფაილები გაასაჯაროვა, მსოფლიო პოლიტიკის, ბიზნესისა და შოუბიზნესის ვარსკვლავების რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, ამ გლობალურ ქსელში, რომელიც გავლენასა და ძალადობაზე იყო აგებული, სრულიად მოულოდნელად ქართული კვალიც გამოიკვეთა. ვინ არის ქართველი, რომლის სახელიც ეპშტეინის გარემოცვასთან ერთად ფიგურირებს და რა როლი ჰქონდა მას კუნძულის მფლობელის დახურულ სამყაროში? 

ათასობით გვერდიან მასალებში ფიგურირებს რუსეთში მცხოვრები მოდელი, ელენა ქანთარია, რომლის მიმოწერა მილიარდერთან ამხელს, თუ როგორ იყენებდა ის ცნობილი ქართველი გმირის, მელიტონ ქანთარიას სახელს პირადი პრივილეგიების მისაღებად. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს "ნათესაური კავშირი" შესაძლოა მხოლოდ მოდელის პირადი ინტერესის საგანი ყოფილიყო. ფაქტი ერთია, რომ ქართველი წარმოშობის, რუსეთში მცხოვრები ახალგაზრდა მოდელი, ელენა ქანთარია, ცდილობდა ჯეფრი ეპშტეინთან დაახლოებას და მასთან პირადი მიმოწერებიც ჰქონდა. ის ე.წ. ეფშტეინის ფაილებში ფიგურირებს. 

  • თითქმის 20 წლის შემდეგ რუსლანა კორშუნოვას თვითმკვლელობის საქმე ისევ აქტუალურია - რისი მსხვერპლი გახდა სინამდვილეში 20 წლის მოდელი

ვინ არის ელენა ქანთარია სინამდვილეში?

ელენა წარმოშობით რუსეთიდან, ქალაქ სამარადანაა. ის საერთაშორისო დონის მოდელია, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდა წამყვან სააგენტოებთან, მათ შორის APM Models (ნიუ-იორკი) და IQ Models. მისი პორტფოლიო მოიცავს მუშაობას ისეთ გამოცემებთან, როგორიცაა Harper's Bazaar, Cosmopolitan და რა თქმა უნდა, Spirit & Flesh. ელენა ქანთარია 2019 წლამდე აქტიური და წარმატებული მოდელი იყო. 

ელენა ქანთარია თანამშრომლობდა IQ Models Agency-სთან. სააგენტო დაარსდა 2004 წელს პაველ ზოტოვისა და დიმიტრი ჩერნიკოვის მიერ. ის ითვლება "ბუტიკ" სააგენტოდ, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ ისწრაფვიან მოდელების რაოდენობისკენ, არამედ აქცენტს აკეთებენ ხარისხზე და თითოეული მოდელის ინდივიდუალურ კარიერულ განვითარებაზე საერთაშორისო ბაზარზე (ნიუ-იორკი, პარიზი, მილანი). ელენა ქანთარია ამ სააგენტოს გამორჩეული სახე იყო. 

2011 წელს ის გავლენიანი ფოტოგრაფის, Gan-ის ობიექტივში მოხვდა. ელენას ფოტოები კი Harper’s Bazaar Beauty Singapore-ის ყდაზე მოხვდა. 

2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო Tot-Hom S/S14 Fashion Film-ში. ფილმის აღწერის მიხედვით, ის სააგენტო Uno Models-ს წარმოადგენდა. ეს ვიდეო წარმოადგენს ესპანური მოდის სახლის, Tot-Hom-ის 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის (S/S14) კოლექციის სარეკლამო ფილმს, გამოქვეყნების თარიღი კი 2014 წლის 26 თებერვალია. 

მოგვიანებით, 2014 წლის მარტში, bellazon.com-ზე გაჩნდა მოდელის პორტფოლიო.  Bellazon არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ონლაინ ფორუმი, რომელიც ეძღვნება მოდელებს, მოდის ფოტოგრაფიასა და პოპ-კულტურას. იგი 2000-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა და მას შემდეგ ინარჩუნებს "ციფრული არქივის" სტატუსს მოდის ინდუსტრიის მოყვარულებისთვის. აქ შეხვდებით Victoria's Secret-ის ანგელოზების, ისე High Fashion მოდელების ფოტოებს. 

2018 წელს ელენა ქანთარიას ფოტოებს პოპულარული გვერდი Kamera Addikt აქვეყნებდა. პოსტის მიხედვით, ელენას ფოტოსესია გამოქვეყნდა ჟურნალში iMute Magazine, რომელიც ბაზირებულია რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში. გადაღებები შედგა აშშ-ში, კერძოდ Fire Island-ზე (ნიუ-იორკი). მოდელი ელენა (ლენა) ქანთარია წარმოადგენს სამოდელო სააგენტო APM Models-ს. ტექსტიდან ირკვევა, რომ მოდელი და ფოტოსესიის ორგანიზატორები/ავტორები თანამემამულეები არიან - ორივე მხარე რუსეთიდან, კერძოდ სამარადანაა.

  • მოდელი, რომელიც "ეპშტეინის იმპერიას" 20 წლის წინ დაუპირისპირდა - როგორ გაწირა სისტემამ კარენ მულდერი 

ნიუ-იორკში დაფუძნებული მულტიმედიური პლატფორმისა და ჟურნალის, Spirit & Flesh-ის გვერდებზე 2018 წელს ელენა ქანთარია გამოჩნდა. სტატია სათაურით "When the Days Are Longer" (როდესაც დღეები გრძელდება), რომელიც Spirit & Flesh Magazine-ში გამოქვეყნდა, არის ვიზუალური ნარატივი ზაფხულის ცხელი დღეებისა და "ბუნებრივად დრამატული" ფერების შესახებ. ფოტოებზე კი ელენა ქანთარიაა.

დღეს ელენა ქანთარიას საჯარო პროფილების პოვნა სოციალურ პლატფორმებზე შეუძლებელია. უცნობია ისიც, სად და როგორ აგრძელებს ცხოვრებას სკანდალური მოდელი.  

რა კავშირი აქვს ელენა ქანთარიას ჯეფრი ეპშტეინთან?

მასალების მიხედვით, ელენა ქანთარიასა და ჯეფრი ეპშტეინს შორის კომუნიკაცია 2017-2019 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა. დოკუმენტებში იკვეთება, რომ მოდელი საკუთარ წარმომავლობას ხაზს უსვამდა და მას გარკვეული ბენეფიტების მისაღებად იყენებდა.

2019 წლის მარტით დათარიღებულ მიმოწერაში ელენა მილიარდერს უზიარებს გეგმას, რომლის მიხედვითაც ის ისრაელიდან საქართველოში გამგზავრებას და მოქალაქეობის მიღებას აპირებდა. არგუმენტად კი მეორე მსოფლიო ომის გმირის, მელიტონ ქანთარიას სახელი მოჰყავდა. ელენა განმარტავდა, რომ „დიდი პაპის“ დამსახურება რაიხსტაგზე დროშის აღმართვისას, მას ქართული პასპორტის მიღების სამართლებრივ საფუძველს აძლევდა. მიმოწერიდან ჩანს, რომ ქართული მოქალაქეობა მოდელისთვის ევროპაში უვიზოდ გადაადგილებისა და აშშ-ის გრძელვადიანი ვიზის მიღების გამარტივებული გზა იყო.

  • "გადარჩენის ქრონიკა" - ვინ იყო ვირჯინია ჯუფრე, ქალი, რომელმაც "ეპშტეინის იმპერია" დაამხო

როგორც გაირკვა, ჯეფრი ეპშტეინი მზად იყო ელენა ქანთარიასთვის ფინანსური მხარდაჭერის გასაწევად და ლოჯისტიკური საკითხების მოსაგვარებლად. მიმოწერის ნაწილი პირადულ ხასიათსაც ატარებს, სადაც მოდელი ეპშტეინისადმი სიმპათიებსა და მონატრებას გამოხატავს.

2019 წლის 6 ივლისს, ეპშტეინის დაპატიმრებამ ნიუ-იორკის აეროპორტში, წერტილი დაუსვა მის გავლენიან კავშირებს, მათ შორის, კავშირს ელენა ქანთარიასთანაც. 

ეპშტეინის დაკავებისა და გარდაცვალების შემდეგ, ელენა ქანთარიას კვალიც ქრება. 

ვრცლად ელენა ქანთარიას ჯეფრი ეპშტეინთან კავშირის შესახებ ambebi.ge-ზე წაიკითხავთ.