სისულელე დამემართა, მოდას ავყევი და 14 წლის ასაკში გავთხოვდი. პირველივე თვეს დავფეხმძიმდი. თემო რომ შემეძინა, ვერც ვაცნობიერებდი, რომ ეს პატარა არსება ჩემი შვილი იყო, და-ძმასავით გავიზარდეთ.
საკუთარი პრობლემების შესახებ ყველაფერს ვუყვებოდი. ისიც სულ მეუბნებოდა, ვინ მოსწონდა ან თუ იჩხუბებდა. ორი წლის წინ მოულოდნელად შეიცვალა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, ისე გაუცხოვდა, რომ შვილს ვეღარ ვცნობდი.
მივხვდი, რომ მის თავს სერიოზული პრობლემა იყო. თავიდან ნარკოტიკებზე
მქონდა ეჭვი, შემდეგ თამაშზე, მაგრამ ვერ გამოვტეხე, რა სჭირდა. ერთ დღეს მითხრა,
რომ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო და თავისზე 17 წლით უფროსი ქალი შეუყვარდა.
საკმაოდ თანამედროვე ქალი ვარ, მის გარდა, სხვა შვილი არ მყავს, თემოზე ამომდის მზე და მთვარე და როგორ გადავიტანდი, რომ ჩემზე სამი წლით უფროსი ქალი სახლში რძლად შემომსვლოდა.
იხილეთ სრულად