მარიამ გაფრინდაშვილი პირველ შვილს ელოდება: ვინ არის ჟურნალისტის რჩეული - "მე ძალიან გამიმართლა, პირად და პროფესიულ სიყვარულში" - Marao

მარიამ გაფრინდაშვილი პირველ შვილს ელოდება: ვინ არის ჟურნალისტის რჩეული - "მე ძალიან გამიმართლა, პირად და პროფესიულ სიყვარულში"

2026-02-16 10:02:43+04:00

ტელეკომპანია „პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, ცხოვრების ახალ ეტაპზეა - ის პირველ შვილს ელოდება. ჟურნალისტმა პირად ცხოვრებაში არსებულ სასიხარულო სიახლეზე საჯაროდ "პირველი სტუდიის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს წელი მისთვის განსაკუთრებული იქნება.

"რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, პირადი ცხოვრებისთვის მრჩება დრო. ისე დალაგდა, რომ  „ნოდარ მელაძის „რეპრესიების“ მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ სულ სამსახურში უნდა ვიყო, გამოვნახე დრო პირადი ცხოვრებისთვის. 

ეს წელი იქნება ჩემთვის განსაკუთრებული წელი. სხვა ამპლუაში ვიქნები, რაც ჯერ ჩემთვისაც ცოტა წარმოუდგენელია.

ჯერ კიდევ დაბნეული ვარ და ცოტას ვნერვიულობ. შესაბამისად, ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის.

პროფესიაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, იმიტომ, რომ მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია… არ ვაპირებ, თავი მოვანატრო მაყურებელს და „ქართულ ოცნებას“. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სიყვარულია. სწორედ ეს გაკეთებინებს ყველაფერს. მე ძალიან გამიმართლა, პირად და პროფესიულ სიყვარულში. 

ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი ახლა მოლოდინია, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდებით", – ამბობს მარიამ გაფრინდაშვილი.

მარიამ გაფრინდაშვილის მეუღლე ანალიტიკოსი ნიკო მიქაია. წყვილი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას აქამდე არ ასაჯაროებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ნიკომ მარიამს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: 

"მარტო ის მინდა, ბედნიერი იყო, დანარჩენს მე გავაკეთებ ყველაფერს, ვეცდები, ყოველ შემთხვევაში", - წერდა ნიკო მიქაია. mariam-gaprindashvili

მარიამ გაფრინდაშვილი

"ვერ ვიტან უსამართლობას ვერც სხვების, ვერც ჩემ მიმართ. ვყოფილვარ უსამართლო შეფასების თუ ქცევის სამიზნე და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს. ვფიქრობ, რომ სამართლიანი ადამიანი ვარ.

კიდევ ერთი რამ ვიცი ზუსტად, ყველაფრის კადრება, საერთოდ არაფრის გამო არ ღირს – ეს ჩემი ცხოვრების დევიზია.

ემოციური რომ ვარ, ალბათ, ეს ეთერშიც იგრძნობა. უკიდურესად ემოციური ვარ. ცხოვრებაში ძალიან ბევრი პრობლემა შემქმნია იმის გამო, რომ ემოციების მართვა მიჭირს. გამიკონტროლებია, მაგრამ ძალიან რთულად. რაც შეეხება გულჩვილობას, ალბათ, ბევრს გაეცინება, მაგრამ სინამდვილეში ასეთი ვარ. ჟურნალისტებს გვიწევს მუშაობა ტრაგედიებზე, უბედურ შემთხვევებზე. როგორც ჟურნალისტს, გამიმართლა, სულ მოვლენების ეპიცენტრში ვარ, თუმცა, ეს ემოციურად მარტივი არ არის. ერთი შემთხვევა განსაკუთრებით მახსენდება: დიღომში ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. იქ რომ მივედი, ექიმმა მითხრა, გარდაიცვალაო. მახსოვს, რამდენიმე წუთი ჩართვაზე ვერაფრით დავდექი. ატირებული ეთერში ვერ ჩავერთვებოდი – ეს ჩემს პროფესიულ სისუსტეზე მიუთითებდა. ჟურნალისტებს არ გვაქვს ხოლმე ემოციების ეთერში გამოხატვის უფლება. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი შემთხვევა ყოფილა

  • "ემოციური რომ ვარ, ალბათ, ეს ეთერშიც იგრძნობა..." - გამორჩეული ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის ძალიან საინტერესო ინტერვიუ 

mariam gaprindashvili

რა თქმა უნდა, რაღაცები არასწორად გამიკეთებია და ეს როცა დამიფიქსირებია, მიღიარებია კიდეც, სხვასთან თუ არა, საკუთარ თავთან მაინც და ეს დიდი ძალაა, ასე ვფიქრობ. მე მგონია, რომ შეცდომები „მოსულა“, მაგრამ მათი გამეორება – აღარ. შეცდომები დამიშვია ცხოვრებაშიც, პროფესიაშიც, მთავარია, ადამიანს მათი გააზრების, აღიარებისა და გამოსწორების უნარი გქონდეს, უშეცდომო ნამდვილად არ ვარ.

ჩვენი ბავშვობის გასართობ რვეულებში რომ კითხვა იყო – რას ვერ აპატიებდით ადამიანსო, ხომ იცით... მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფრის პატიება შეიძლება. სასტიკი არასდროს ვყოფილვარ. ძალიან გაბრაზებულსაც კი განზრახ დაზიანება არავისთვის მიმიყენებია, სიბოროტე არავისთვის გამიკეთებია, თუმცა, უკიდურესად გაბრაზებული ვყოფილვარ და ეს გამომიხატავს ყვირილში. თუმცა, ამ ყვირილის დროსაც არ მახასიათებს, ადამიანს გამიზნულად რამე წამოვაძახო. ძირითადად, ყვირილითა და უხეშობით შემოვიფარგლები" - ამბობდა მარიამ გაფრინდაშვილი.