ჟურნალისტი ეკა ხოფერია, სოციალურ ქსელში შვილის, ნიკოლოზ ხუჯაძის მორიგი დიდი წარმატების შესახებ სასიხარულო ინფორმაციას აზიარებს. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ WIMUN NY 2026-ის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ 73 ქვეყანას შორის გამარჯვება მოიპოვა.
„მოსალოცი ამბავი გვაქვს! 73 ქვეყანას შორის WIMUN NY 2026 -ის კონფერენციაში საქართველოს დელეგაციამ გაიმარჯვა. ჩვენთვის დამატებით საამაყო კი ისაა, რომ ნიკოლა უკვე მეორედ დაჯილდოვდა. გუშინ ღამე საოჯახო ჩათში ამაყად ჩააგდო სიგელი.
მადლობა ამ შესაძლებლობისთვის „საერთაშორისო აკადემია ლოგოსი - Logos International Academy“, WFUNA International Model United Nations - WIMUN.
ნიკოლას ლამის მთელმა კლასმა აიღო ეს ჯილდო. ლაივში ნიკოლას სიტყვა როგორ მოვჭრა არ ვიცი, მოვახერხებ, იმედია“, – წერს ეკა ხოფერია.

ეკა ხოფერიას ოჯახი
ეკა ხოფერია ორჯერ დაქორწინდა. პირველ მეუღლესთან, გიორგი ლევიძესთან, მას ერთი შვილი, ანანო ლევიძე ჰყავს, ხოლო მიხეილ ხუჯაძესთან ქორწინებაში ეკა ხოფერიას ორი ვაჟი შეეძინა.
"ნინო შუბლაძის ("რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე) ქორწილში ეკა საცეკვაოდ გავიწვიე და ჩემზე უფიქრია, ვინ იყო ეს მოცეკვავე და მომღერალი თავხედი ბიჭიო. მოკლედ, ჩემზე საშინელი წარმოდგენა შეექმნა. ზრდილობიანი კაცი ვარ, ვიფიქრე, შეიძლება ზედმეტი მომივიდა-მეთქი, ეს-ემ-ესი გავუგზავნე და ბოდიში მოვუხადე. ეს იყო და ეს. შეხვედრა შევთავაზე და შევხვდით", - იხსენებდა მიხეილ ხუჯაძე ეკასთან პირველ შეხვედრას.
"ყოველთვის მოწიწებით ვუყურებდი ექიმებს და რაც მიშკასთან ვარ, ეს გრძნობა გაათმაგებული მაქვს. არასდროს ვლაპარაკობ მის პროფესიაზე. მისი საქმე იმდენად რთულია, რომ მირჩევნია, მსუბუქ თემებზე ვესაუბრო. სანამ ოჯახს შევქმნიდით, ვერ ვხვდებოდი მისი პროფესიის სირთულეს. ახლა უკვე ვიცი, რომ დილის 7 საათზე უნდა ადგეს, რადგან 8-ზე ოპერაცია აქვს და დღის განმავლობაში შეიძლება 10 ოპერაცია გააკეთოს. ჩემს პროფესიას მიშას საქმიანობას ვერ შეადარებ, თუმცა სამუშაო საათები რომ მთავრდება, მიშა თავის ემოციებს სამსახურში ტოვებს, ჟურნალისტები კი ფიქრით 24 საათი სულ ჩვენს პროფესიაში ვართ" - ამბობდა ეკა ხოფერია.

დღეს ეკა მეუღლესა და ვაჟებთან, ნიკოლოზსა და ირაკლისთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. ეკა შვილების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და მათ განათლებას დიდ როლს ანიჭებს. "ჩვენი ნიკოლკას და ქართველი მოსწავლეების წარმატება გაეროს საერთაშორისო ფორუმზე~ - საქართველოდან წარმოდგენილი სკოლებიდან 6 გამარჯვებულს შორის ჩვენი ნიკოლა ხუჯაძეცაა", - წერდა ის ცოტა ხნის წინ.
ეკას უფროსი ქალიშვილი კი საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს. ანანო ხშირად სტუმრობს საქართველოს და ოჯახთან ერთადაც დიდ დროს ატარებს.