ბოლო დროს სოციალურ ქსელში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ ახალგაზრდა ქართველი მოდელის შესახებ, რომელსაც თითქმის ვერავინ არჩევს მატილდა გვარლიანისგან.

ალბათ, ერთი შეხედვით, მსგავსება მართლაც თვალსაჩინოა, თუმცა ფოტოზე 19 წლის ანო შენგელიაა. ის ბრიტანული Premier Model Management-ის მოდელია და წარმატებით თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, გამოცემებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Vanguard Magazine, WAVE MANAGEMENT MILAN, Jonak Paris, Lukelli, BERSHKA, H&M, SCARPIERA და სხვ.
სიმაღლე: 165 სმ
თმის ფერი: ღია ყავისფერი
თვალის ფერი: ყავისფერი
ვინ არის ანო შენგელია
ანო შენგელიას წარმატების შესახებ რამდენიმე წლის წინ გამოცემა The Diary გვიყვებოდა, რომელმაც ახალგაზრდა მოდელთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:
„მოდა ბავშვობიდან ჩემი ოცნების სფერო იყო. პატარა ასაკიდან ვმონაწილეობდი სხვადასხვა ტიპის გადაღებებში და ჩემი მოდისადმი ინტერესიც თანდათან უფრო იზრდებოდა. SCARPIERA-ს გადაღებების დროს, ჯერ კიდევ უცნობი იყო ჩემი გეგმები, თუმცა ის დანამდვილებით ვიცოდი, ამ სფეროში მოღვაწეობისთვის და საზღვრებს გარეთ გასვლისთვის ბოლომდე, დაუზარებლად რომ დავიხარჯებოდი”, - ამბობდა ანო The Diary-ისთან ინტერვიუში.

ანო შენგელია გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ სტუმარიც იყო, სადაც განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„9 წლის ვიყავი, როცა ცეკვა დავიწყე და გადაღებებში ვიღებდი მონაწილეობას. მას შემდეგ მოვიხიბლე კამერასთან მუშაობით და გადავწყვიტე, რომ გამეგრძელებინა ეს საქმე.
მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, არ ვთვლი, რომ ბავშვობა დავკარგე - მსიამოვნებს ეს საქმე და სიამოვნებით ვაკეთებ.

ბრიტანელმა აგენტმა, რომელთანაც დღეს ვთანამშრომლობ, სოციალურ მედიაში მიპოვა. მომწერა და ჩავნიშნეთ შეხვედრა ონლაინ. მაშინ არასრულწლოვანი ვიყავი და შეთანხმების პროცესში ჩემი მშობლებიც ჩართულები იყვნენ. მათ იცოდნენ, რა მინდოდა და ყოველთვის მხარში მედგნენ.
თავიდან სხვა ქვეყანაში წასვლას და იქ მუშაობას სირთულეები ახლდა. პირველად, როცა H&M-ის გადაღებაზე გავფრინდი, დედა გამომყვა. შემდეგ უკვე მივეჩვიე, შევეგუე და დღეს აღარ მჭირს.
ზოგადად, ოჯახთან ერთად დიდ დროს ვატარებ. მყავს უმცროსი ძმა, რომელიც ჩემს წასვლას ძალიან განიცდის ხოლმე, ალბათ, ვენატრები. დავპირდი, რომ ერთხელ აუცილებლად წავიყვან ჩემთან ერთად.
როცა გადაღებაზე უცხოეთში მივდივარ, პირველ დღეს, როგორც წესი, ვისვენებ და შემდეგ ვიწყებ მუშაობას, თუმცა ყველა ბრენდს საკუთარი მიდგომა აქვს და ინდივიდუალურია.

ბევრს ვშრომობ, რადგან მინდა დიდ ბრენდებთან თანამშრომლობა როგორც ფოტოსესიებში, ისე პოდიუმზე. გარდა ფიზიკური მონაცემებისა, მივხვდი, რომ მთავარია, პიროვნულობით მოაწონო თავი, ყველას მოსწონს სასიამოვნო ადამიანთან ურთიერთობა.
ვინც ამ გზას ახლა იწყებს, ვეტყოდი, რომ დრო არ დაკარგონ და ოცნებები აისრულონ", - თქვა ანო შენგელიამ.