"საქართველო ძალიან მიყვარს, ერთხელ მკითხეს, ქართველი ხარ თუ ჰოლანდიელიო" - ედუარდ სააკაშვილის ცხოვრების უცნობი მხარე - ოჯახი, ბავშვობა, ურთიერთობები - Marao

"საქართველო ძალიან მიყვარს, ერთხელ მკითხეს, ქართველი ხარ თუ ჰოლანდიელიო" - ედუარდ სააკაშვილის ცხოვრების უცნობი მხარე - ოჯახი, ბავშვობა, ურთიერთობები

2026-02-16 14:23:53+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში მოექცა, როდესაც გინესის რეკორდსმენთა სიაში შევიდა. დღეს იგი ნიდერლანდებში ცხოვრობს, თუმცა საკუთარ ბავშვობასა და იდენტობაზე გოგი გვახარიას რუბრიკაში „შვილები“ გულწრფელად ისაუბრა.

„შეიძლება ვთქვათ, რომ სანდრა ტიპური ნიდერლანდელი ქალია, მაგრამ მე, რეალურად, არც ვიცი, როგორები არიან ისინი, რადგან მე მხოლოდ სანდრა ვიცი. ამ ქვეყანაში ბევრს არ ვიცნობ. ბავშვობის გამო მაქვს მშობლიური გრძნობები, ენაც ძალიან კარგად ვიცი - მე და ნიკუშა დღესაც ჰოლანდიურად ვსაუბრობთ ერთმანეთში. საქართველო ძალიან მიყვარს, ერთხელ მკითხეს, ქართველი ხარ თუ ჰოლანდიელიო და მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ ქართველი ვარ-მეთქი. ჰოლანდიურ პოლიტიკაში რა ხდება, აზრზე არ ვარ.

ბაღში ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო ჩხარტიშვილის [ვანო ჩხარტიშვილი] შვილი. მიშას არ სიამოვნებდა, მაგრამ სანდრას პირიქით, ძალიან კმაყოფილიც იყო ამ ფაქტით. მიშასთვის, რადგანაც პოლიტიკაშია, ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. ამიტომ მისთვის უფრო რთულია, რატომ შეუძლია მის შვილს ეს გვერდზე გადადოს ან არც კი იფიქროს ამ საკითხზე.

უცნაური რაღაცები ხდებოდა. მეშვიდე კლასში ვიყავი, კედელზე ხუთჯვრიანი დროშა ეკიდა და ერთმა კლასელმა ჩამოხია, ეს ნაცების დროშააო. ამას ვიტანდი, ერთხელ ავტირდი კიდეც, მაგრამ არ შევედი კამათში“, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი. 

eduard saakashvili

  • "ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან... ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან" - სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 

ედუარდ სააკაშვილი

ედუარდ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვაჟია. მან 15 წლის ასაკში დაამყარა გინესის რეკორდი I-pad-ზე ინგლისურის ანბანის სწრაფად აკრეფაში. მას ანბანის სრულად ასაკრეფად 5,26 წამი დასჭირდა. ედუარდმა 2017 წელს დაამთავრა ამერიკაში სუორტ-მორის კოლეჯი. ის 380 კურსდამთავრებულს შორის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა. 

ედუარდი BBC-ის National Public Radio-სთან თანამშრომლობდა. სამაგისტრო პროგრამაზე ედუარდი ნიდერლანდში, ქალაქ უტრეხტის უნივერსიტეტში სწავლობდა. მისი სამაგისტრო თემა ხელოვნურ ინტელექტს ეხებოდა.

  • "მიშასთან შეხვედრამ განაპირობა ყველაფერი... მიშასგან 362 წერილი მაქვს შენახული, ეს რაღაც რომანტიკაა" - სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ 

"ედუ­ჩა ყო­ველ­თვის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო წარ­მა­ტე­ბა­ზე.

სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, თვი­თონ, სან­დრას და ჩემი ცოდ­ნის გა­რე­შე, მი­მარ­თა გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­ვი­და კო­მი­სია, რო­მელ­მაც და­ა­რე­გის­ტრი­რა მის მიერ ბა­თუმ­ში მსოფ­ლიო რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბა IPAD-ზე ყვე­ლა­ზე სწრა­ფად ბეჭდ­ვა­ში.

 მა­შინ TIME-ის პირ­ველ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა მოკ­ლე შე­ტყო­ბი­ნე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვაჟ­მა და­ამ­ყა­რა ახა­ლი მსოფ­ლიო რე­კორ­დი".

ამ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­მა ჟურ­ნალ­მა მისი სა­ხე­ლიც კი არ ახ­სე­ნა, რა­მაც ედუ­არ­დი ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნა. ის ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, რომ ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ეღ­წია ყვე­ლაფ­რის­თვის.

ჩემი შვი­ლო­ბა არას­დროს არ იყო ად­ვი­ლი, სკო­ლის წლებ­ში ბევ­რი თა­ნა­ტო­ლის­გან, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბის ქო­ცუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის გავ­ლე­ნის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ბევ­რი წა­მო­ძა­ხე­ბა აი­ტა­ნა. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სკო­ლის სა­უ­კე­თე­სო კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლად აღი­ა­რეს.

შემ­დეგ წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა კო­ლე­ჯი ამე­რი­კა­ში, სა­დაც შეხ­ვდა თა­ვის უმაგ­რეს მე­უღ­ლეს ადი­ნას, და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია ნი­დერ­ლან­დებ­ში და ახლა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მეც­ნი­ე­რე­ბა­ში. არ სწყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, online ლექ­ცი­ებს უტა­რებს აქ სტუ­დენ­ტებს, თა­ვი­სი­ვე შექ­მნი­ლი კურ­სით.

მე ვა­მა­ყობ ედუ­არ­დით! ის გა­ი­ზარ­და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტად, უკი­დუ­რე­სად წე­სი­ერ, მოკ­რძა­ლე­ბულ და წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნად!" - წერდა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.