"ახალი სიმღერებით, ძალიან მალე გაგახარებთ" - რა სიახლეს აანონსებს მომღერალი მარიამ ელიეშვილი - Marao

"ახალი სიმღერებით, ძალიან მალე გაგახარებთ" - რა სიახლეს აანონსებს მომღერალი მარიამ ელიეშვილი

2026-02-17 12:18:40+04:00

"ფოტო კულისებიდან. მადლიერი ვარ უფლის, რომ სწორედ ჩემმა საყვარელმა პროფესიამ მომცა საშუალება, მომევლო უამრავი ლამაზი ადგილი მსოფლიოს გარშემო, გამეცნო შესანიშნავი ადამიანები, შემეძინა ახალი მეგობრები და ამდენ ქვეყანაში მოვფერებოდი ჩემს ძვირფას გულშემატკივრებს. ახალი სიმღერებით, ძალიან მალე გაგახარებთ", - წერს მომღერალი მარიამ ელიეშვილი.

mariam eliashvili

მარიამ ელიეშვილის ოჯახი და კარიერა

მარიამ ელიეშვილი  მარიამ ელიეშვილი 1997 წლის 15 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მარიამმა დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს მიმართულებით, უკრავს რამდენიმე ინსტრუმენტზე. 

მარიამ ელიეშვილის ცხოვრება ერთმა სიმღერამ – „ჩვენ ახლა ერთურთს“ – სრულიად შეცვალა. მის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა და მას შემდეგ, მისი შემოქმედებითი ცხოვრება ყურადღების ცენტრში მოექცა.

მისი სიმღერისადმი სიყვარული ოჯახმა განაპირობა. იგი ქართულ ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა, სადაც სიმღერა, ცეკვა და ფოლკლორი პირველ ადგილზე დგას. მისი ბაბუა ქართულ ხალხურ საკრავებზე უკრავდა და სწორედ ამან განაპირობა მისი სიყვარული ქართული ხალხური სიმღერების მიმართ.

mariam

  • გასული წლის Baby Boom - ცნობილი ქართველები, რომლებიც მშობლები გახდნენ 

"მთელი ჩემი ცხოვრება სცენასა და სიმღერასთან ასოცირდება, მაგრამ ამასთან ერთად, ჩემთვის განათლებაც პრიორიტეტი იყო. ბავშვობიდან მოყოლებული ყველაფერი მაინტერესებდა, ძალიან მიყვარდა ცეკვა და სიმღერა, დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს განხრით, სკოლა – ოქროს მედალზე და ზოგადად, ძალიან აქტიური და მიზანსწრაფული ვიყავი. ხალხმა ფოლკლორული სიმღერებით გამიცნო, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი მაქვს. ჩემი სიმღერები არ არის მხოლოდ ხალხური და ქართული, რადგან 15 წლიდან მოყოლებული, ძალიან ხშირად მიწევს გასტროლებზე სიარული საქართველოს ფარგლებს გარეთაც."